წაიკითხეთ ტექსტი-3

IDevice Icon

რომი

         „ყველა გზა რომში მიდის“ - ასე ამბობდნენ უძველესი დროიდან... რომი ულამაზესი და უძველესი ქალაქია - მსოფლიოს უდიდესი იმპერიის, რომის იმპერიის დედაქალაქი.

რომში უამრავი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა მათ შორის კოლიზეუმი მაინც გამორჩეულია. ეს არის  უმსხვილესი და უძველესი რომაული ამფითეატრი – ანტიკური რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უძველესი ძეგლი მსოფლიოში. მდებარეობს რომში.  კოლიზეუმი დიდი ხნის განმავლობაში რომის მოსახლეობისა  და ჩამოსულთათვის იყო მთავარი ადგილი გასართობი სანახაობებისათვის.

 

უპასუხეთ კითხვებს:

სად მიდის ყველა გზა?

რას ამბობს უძველესი ფრთიანი გამონათქვამი?

რა არის კოლიზეუმი?

რით არის გამორჩეული კოლიზეუმი?