წაიკითხეთ ტექსტი-3

IDevice Icon
სტამბოლი

 

სტამბოლი თურქეთის უდიდესი ქალაქია და მდებარეობს ბოსფორის სრუტესთან, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ამ ქალაქს ევროპისა და აზიის მიჯნასაც უწოდებენ. იგი კულტურულად და ეთნიკურად მრავალფეროვანი ქალაქია და დაფუძნებულია აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქის კონსტანტინეპოლის ადგილას.

აია-სოფია ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმალთა მიერ, ამჟამად კი მუზეუმია ქალაქ სტამბოლში. მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ.

უპასუხეთ კითხვებს:

რომელია თურქეთის უდიდესი ქალაქი?

როგორი ეკლესია იყო აია-სოფია?

რად გადაკეთდა მოგვიანებით ეს ტაძარი?

სად მდებარეობს აია-სოფია?