წაიკითხეთ ტექსტი-2

IDevice Icon

პარიზი

პარიზიც სავსეა ღირსშესანიშნაობებით და ქალაქი მილიონობით ტურისტს იზიდავს.

ყველასთვის კარგად ცნობილია ეიფელის კოშკი, რომლის სიმაღლეც 324 მეტრია. ეს პარიზის ყველაზე მაღალი ნაგებობა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის, ინჟინერ გუსტავ ეიფელის პატივსაცემად. ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს. 1889 წელს, როდესაც აიგო ეიფელის კოშკი, ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო.

გამორჩეული ღირშესანიშნაობაა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც მდინარე სენის სანაპიროზე მდებარეობს. საკათედრო ტაძარი ნოტრდამი ფრანგული არქიტექტურის ერთ-ერთი დახვეწილი ნიმუშია.

ლუვრის მუზეუმი - უდიდესი და ყველაზე სახელგანთქმული მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც წელიწადში 8.5 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავს. შენობა, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდ. სენასა და რუ-დე-რივოლის შორის. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს.

უპასუხეთ კითხვებს:

რა არის პარიზის სიმბოლო?

რომელ წელს ააგეს ეიფელის კოშკი?

რა იყო პარიზის ყველაზე მაღალი ნაგებობა მე-19 საუკუნეში?

რომელი მდინარის პირას მდებარეობს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი?

რომელია მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული მუზეუმი?