წაიკითხეთ ტექსტი-1

IDevice Icon

მსოფლიოში უამრავი პრესტიჟული პრემია თუ ჯილდო არსებობს, რომელთა მიღება ძალიან საამაყო და დასაფასებელია, თუმცა ნობელის პრემია ყველაზე ცნობილი ყოველწლიური საერთაშორისო პრემიაა. სახელი ეწოდება მისი დამაარსებლის, შვედი ინჟინრის, ქიმიკოსის, გამომგონებლისა და მრეწველის ალფრედ ნობელის პატივსაცემად.

ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ მისმა კაპიტალმა შეადგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის, ეკონომიკის, მშვიდობის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის. ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისაგან, რომელზეც გამოსახულია ნობელი, დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისაგან; ნობელის პრემიას ანიჭებენ ცალკეულ პირებს ან ორგანიზაციებს. პრემიის მინიჭება ერთი კანდიდატისათვის შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ (არსებობს გამონაკლისიც, მაგალითად, მარი სკლოდოვსკა-კიურიმ ნობელის პრემია მიიღო ორჯერ _ 1903 და 1911 წლებში). ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი იმართება სტოკჰოლმსა და ოსლოში ყოველი წლის 10 დეკემბერს _ . ნობელის გარდაცვალების დღეს, რომელიც ნობელის დღედაა გამოცხადებული.