წაიკითხეთ ტექსტი-5

IDevice Icon

ნობელის პრემია ქიმიის დარგში გაიცემა ყოველწლიურად 1901 წლიდან. ლაურეატების შერჩევა შვედეთის სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის პრეროგატივაა. პრემიის დამწესებელი ალფრედ ნობელი აღნიშნავდა, რომ ნობელის პრემია ქიმიის დარგში უნდა მიენიჭოს მას, „ვისაც ეკუთვნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქიმიური აღმოჩენა ან გაუმჯობესება“ . ყოველ წელს ნობელის პრემია ლაურეატს ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს, 19 დეკემბერს, გადაეცემა შვედეთის მეფის მიერ. ჯილდოს დაწესებიდან დღემდე სულ 153 ქიმიკოსმა მიიღო ნობელის პრემია. მათგან 150 მამაკაცია და სამი ქალი.