წაიკითხეთ ტექსტი-2

IDevice Icon

ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცების დარგში გახლავთ ისეთი ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი, რომელმაც პრემია დაიმსახურა რუსეთ-იაპონიის ომის დასრულებაში მედიატორის როლის წარმატებით შესრულებისა და ჰააგის საარბიტრო სასამართლოს მუშაობაში შეტანილი წვლილისათვის.

მარტინ ლუთერ კინგმა რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლის გამო ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა. ის რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი გახლდათ. თავის გამოსვლებში ის მოუწოდებდა თანასწორობის მიღწევისაკენ მშვიდობიანი გზით.