წაიკითხეთ ტექსტი-3

IDevice Icon

ლიტერატურის დარგში სხვადასხვა დროს ნობელის პრემიის ლაურეატები იყვნენ რაბინდრანათ თაგორი, რომენ როლანი, ანატოლ ფრანსი, ბერნარ შოუ, თომას მანი, ივანე ბუნინი, ჰერმან ჰესე, უილიამ ფოლკნერი, ერნესტ ჰემინგუეი, გაბრიელ გარსია მარკესი, ორჰან პამუქი და სხვები. ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც, ალფრედ ნობელის აზრით, შექმნილი აქვს „იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება“. „თხზულებაში“ იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება და არა კონკრეტული ნაწარმოები. ნობელის ზემოთ ნახსენებ ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. შვედური ენიდან სიტყვა idealisk ითარგმნება როგორც იდეალისტური, ასევე, როგორც იდეალი. შესაბამისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა სიტყვა-სიტყვით შეესრულებინა ნობელის სურვილი. შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შეარბილა შერჩევის კრიტერიუმები და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გაამახვილა.