წაიკითხეთ ტექსტი-7

IDevice Icon

ცნობილია, რომ ნობელი თავად იყო დაინტერესებული მედიცინის დარგში მიმდინარე კვლევებით. თავის ანდერძში მან მედიცინისა და ფიზიოლოგიის ნომინაცია მე-3 ადგილას მოიხსენია. დღესდღეობით ამ სფეროში ყველაზე ხშირად  იმარჯვებენ მეცნიერები, რომლებიც  დნმ-ზე და მოლეკულურ ბიოლოგიაში მუშაობენ, თუმცა პრიზის დაარსებიდან პირველი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ინფექციების შესახებ გამოკვლევები ყველაზე ხშირად იყო პრიზირებული.

საინტერესოა, რომ 1901 წლიდან დღემდე ამ სფეროში პრემიის ლაურეატი გახდა 204 ადამიანი. გამარჯვებულებს შორის 10 ქალია. ფრედერიკ ბანტინგი სულ რაღაც 32 წლის იყო, როდესაც ეს ჯილდო მოიპოვა და გახდა მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ყველაზე ახალგაზრდა ნობელიანტი.