წაიკითხეთ ტექსტი-0

IDevice Icon
მსოფლიოს შვიდი საოცრების სიის შექმნას ბანალური ისტორია უდევს საფუძვლად. ფაქტობრივად, ეს იყო მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის; რეკომენდაციები, თუ პირველ რიგში რომელი ადგილები მოენახულებინათ. ამ სიის უძველესი ვერსია შორეულ წარსულში შეიქმნა, კერძოდ, ძვ. . აღ. II საუკუნეში. ფიქრობენ, რომ ამ სიაში შესულია ხმელთაშუა ზღვის გარშემო ქვეყნებში არსებული ნაგებობები, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ მოგზაურობა და ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. საინტერესოა, რომ ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო და, ამდენად, ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები მოხვდა.