წაიკითხეთ ტექსტი-2

IDevice Icon

ეგვიპტეში მდებარეობდა მსოფლიოს კიდევ ერთი საოცრება, ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ყველაზე გვიანი ხანის ძეგლი. იგი ააგეს ძვ. . აღ. III საუკუნეში ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად, კუნძულ ფაროსზე.  გარდა იმისა, რომ ის შთამბეჭდავი არქიტექტურული ნაგებობა გახლდათ, თითქმის 1500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და სიბნელეში გზას უჩვენებდა ხომალდებს, რათა მათ შეუფერხებლად ემოძრავათ ქალაქ ალექსანდრიისაკენ.

ალექსანდრიის, იმავე ფაროსის, შუქურა მარმარილოთი იყო აშენებული, სიმაღლე 150 მეტრს აღწევდა. მის თავზე მუდმივად ენთო ცეცხლი, რომელიც გზას უნათებდა ხომალდებს. შუქურას თავზე აღმართული იყო ზევსის ქანდაკება. გაშლილი ზღვიდან შესაძლებელი იყო შუქურას დანახვა 50 კმ-ის მანძილიდანაც კი. XII საუკუნიდან ალექსანდრიის პორტი გაუქმდა, ხოლო შუქურა უმოქმედოდ დარჩა. XIV საუკუნეში იგი ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია.