წაიკითხეთ ტექსტი-6

IDevice Icon

ქალაქი ეფესო დღევანდელი თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ძვ. . აღ. VI საუკუნეში ეფესო ლიდიის სამეფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. ლიდიის სამეფომ განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია უკანასკნელი მეფის, კრესეს, დროს. მან გადაწყვიტა, ნადირობის მფარველი ქალღმერთის სახელზე ტაძარი აეგო. ბერძნები ამ ღვთაებას არტემიდას უწოდებდნენ, ხოლო რომაელები - დიანას. ტაძარი დაახლოებით ძვ. . აღ. 560 წლისათვის აშენდა. ტაძარი შემკული იყო ათასგვარი ორნამენტითა და სკულპტურით. ცენტრში იდგა არტემიდას ქანდაკება. არტემიდას ტაძარი კლასიკური ეპოქის ყველაზე დიდი ნაგებობა იყო. მისი სიგრძე 131, ხოლო სიგანე 79 მეტრს აღწევდა.

ტაძრის აგებიდან ორასი წლის შემდეგ, ძვ. . აღ. 356 წელს, იგი მთლიანად გაანადგურა ხანძარმა. ტაძარი დაწვა ვინმე ჰეროსტრატემ, რომელსაც სურდა, ამ გზით მისი სახელი სამუდამოდ დარჩენილიყო კაცობრიობის ისტორიაში.