წაიკითხეთ ტექსტი-5

IDevice Icon

ქალაქი ოლიმპია, პირველ რიგში, ოლიმპიურ თამაშებთან არის დაკავშირებული, თუმცა ოლიმპიელი ზევსის ქანდაკება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ოლიმპია ძველი საბერძნეთის მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. ძვ. . აღ. V სკ-ში ბერძნებმა გადაწყვიტეს, ოლიმპიაში აღემართათ ღმერთების მეფის - ზევსის ქანდაკება. ამისათვის ჯერ უზარმაზარი ტაძარი ააგეს, ხოლო ქანდაკების შექმნის საპატიო საქმე დიდ მოქანდაკეს ფიდიასს მიანდეს. ფიდიასმა ზევსის ქანდაკებაზე მუშაობა ძვ. წ. აღ. 35 წელს დაასრულა. ზევსი იჯდა ოქროს ტახტზე. მისი ფიგურა გამოკვეთილი იყო ოქროსა და სპილოს ძვლისაგან. ზევსს თავზე ედგა ოქროს გვირგვინი, ხოლო ხელთ ეპყრა კვერთხი. ქანდაკების წინ იატაკი მოპირკეთებული იყო შავი მარმარილოთი. ზევსის ქანდაკება დაახლოებით 800 წლის განმავლობაში აოცებდა მნახველს თავისი სიდიადით.

ამ ქანდაკებასთან ერთი საინტერესო ისტორიაცაა დაკავშირებული: რომის პატივმოყვარე იმპერატორმა კალიგულამ განიზრახა ოლიმპიელი ზევსის ქანდაკების რომში გადატანა და მუშები გაგზავნა ოლიმპიაში. მაგრამ, ლეგენდის თანახმად, ქანდაკებას მასთან მისული რომაელები რომ დაუნახავს, ხარხარი დაუწყია. შეშინებული მუშები უკანმოუხედავად გაქცეულან.

V საუკუნეში ძეგლი გადაიტანეს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში, მაგრამ 462 წელს იმ სასახლეს, რომელშიც ქანდაკება იდგა, ხანძარი გაუჩნდა, რამაც ეს ხელთუქმნელი ძეგლი გაანადგურა.