წაიკითხეთ ტექსტი-7

IDevice Icon

ამ ბაღების ისტორია კი დიდ სიყვარულს უკავშირდება.
ძვ. . აღ. 604-562 წლებში ბაბილონს მართავდა დიდი მეფე ნაბუქოდონოსორ მეორე. მისი სამეფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, მდინარე ევფრატის ნაპირებზე მდებარეობდა. მეფემ იზრუნა, რათა ბაბილონი უმშვენიერესი და აყვავებული ქალაქი ყოფილიყო. გაოცებას იწვევდა ქალაქის შესასვლელი, რომელიც ქალღმერთ იშთარის კარიბჭედ მოიხსენიებოდა. იშთარის კარიბჭიდან იწყებოდა და მთელ ქალაქს კვეთდა პროცესიის ქუჩა, რომელსაც ამშვენებდა სამეფო სასახლე და მთავარი ტაძარი. სასახლის კედლის მიღმა მოჩანდა ე. . დაკიდული ბაღები. ტერასებზე ნოყიერი მიწა ეყარა. დარგული იყო აზიის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეები, ბუჩქები და ყვავილები. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ბაღები ჰაერში ეკიდა. ბაღები ირწყვებოდა ევფრატის წყლით, რომელიც იქ საგანგებო წყალსაქაჩი ბორბლებითა და ტყავის ჭურჭლით აჰქონდათ.
ეს ბაღები ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ააგეს მისი უსაყვარლესი ცოლისთვის. ამიტისი მთიანი ქვეყნიდან, მიდიიდან, იყო, ბაბილონის გაშლილ ვაკეზე აგებული დაკიდული ბაღები მას თავის სამშობლოს აგონებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს შვიდი საოცრებისაგან, პირამიდების გარდა, თითქმის აღარაფერია შემორჩენილი, ადამიანების ინტერესი მათ მიმართ დღესაც არ შენელებულა. ტურისტები დღესაც სიამოვნებით ათვალიერებენ იმ ადგილებს, რომლებსაც ოდესღაც დიდებული ქანდაკებები და ნაგებობები ამშვენებდა და რომელთა მხოლოდ სახელებიღა შემორჩა ისტორიას.