წაიკითხეთ ტექსტი - 0

IDevice Icon

ტერმინი სტერეოტიპი ბერძნული სიტყვაა და მყარ ანაბეჭდს ნიშნავს. სასტამბო საქმეში სტერეოტიპი ის მყარი და უცვლელი ფორმაა, რომელიც მრავალტირაჟიანი გამოცემებისათვის იქმნება და რომლის შეცვლაც არ ხდება. გადატანითი მნიშვნელობით კი ის ნიშნავს ერთხელ შექმნილ წარმოდგენას ადამიანთა ჯგუფის/კატეგორიის მიმართ. ხშირად ეს შეხედულება ვრცელდება საზოგადოების ყველა წევრზე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა იგი კონკრეტულ პიროვნებას. სტერეოტიპული აზროვნება სქემატური აზროვნების ერთ-ერთი გამოხატულებაა. ის ხელს გვიშლის, სწორად აღვიქვათ და შევაფასოთ ადამიანები და ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, გამოიწვიოს წინასწარ შექმნილი მცდარი აზრის გამოხატვა. სხვათა შორის, სამწუხაროდ, სტერეოტიპებთან ხშირად უარყოფითი მნიშვნელობაა დაკავშირებული.

ეროვნული სტერეოტიპები საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. ცნობილია, რომ მათ შეცვლას არანაკლები დრო სჭირდება, ვიდრე მათ ჩამოყალიბებას. ხშირ შემთხვევაში სტერეოტიპები არათუ სიმართლის ამსახველია, არამედ, პირიქით, მცდარ წარმოდგენას შეიცავს ამა თუ იმ ერზე. მაგალითად, შეუძლებელია 200 000 ამერიკელს ერთნაირი თვისება ჰქონდეს, ანდა ყველა არაბი ერთნაირი იყოს.

საინტერესოა, რომ არსებობს ყველაზე გავრცელებული ეროვნული სტერეოტიპების ტოპ ათეული, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. ჩვენ დავინახავთ, რომ ბევრი მათგანი მხოლოდ და მხოლოდ დამახინჯებული წარმოდგენაა და სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო.