წაიკითხეთ ტექსტი - 9

IDevice Icon

ჩინელები ჭამენ ყველაფერს, რაც მოძრაობს.

რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ნუ დაგვავიწყება, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი საკუთარი, საკვებთან დაკავშირებული ტაბუ და გამონაკლისი არც ჩინეთია. პირველ რიგში, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ჩინელი ჭამს „ეგზოტიკურ“ საჭმელს, რადგან შეუძლებელია 1 მილიარდზე მეტი ჩინელი ერთნაირად იკვებებოდეს. მართალია, ზოგი ჩინელი ჭამს ძაღლს, მაგრამ  არა ყველა. ჩინელების ნაწილი მიირთმევს ხორცს, მაგრამ ბუდისტი ვეგეტარიანელები უარს ამბობენ მასზე. გარდა ამისა, თუკი ადამიანები არ ენდობიან ჩინურ კერძებს (ეშინიათ, მათთვის მიუღებელი პროდუქტი არ იყოს გამოყენებული), როგორ გახდა ჩინური სამზარეულო მსოფლიოში ყველაზე პოპულარული?