წაიკითხეთ ტექსტი - 3

IDevice Icon

ფილიპინელები გაუნათლებლები არიან.

2007 წელს Yahoo-ზე დასვეს შეკითხვა, რომელია საუკეთესო არქტიტექტურის ფაკულტეტი ფილიპინებზეო. ერთ-ერთი პასუხი ასეთი იყო: „არა მგონია, ფილიპინებზე საერთოდ არსებობდეს სკოლები. ეს მე-3 სამყაროს ქვეყანაა. ფილიპინელები სიღარიბეში ცხოვრობენ, როგორც აფრიკელები. მათ ტელევიზორის პულტის გამოყენებაც კი არ იციან“.

სინამდვილეში ფილიპინებზე საკმაოდ ბევრი და კარგი სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი არსებობს და ბევრი პროფესიონალი ექიმი, იურისტი, მწერალი, ბიზნესმენი და ინჟინერი საქმიანობს... და, რა თქმა უნდა, არქიტექტორებიც არიან!