წაიკითხეთ ტექსტი - 5

IDevice Icon

ბრიტანელები ფეხბურთის მანიაკები არიან.

ამბობენ, ბრიტანელები ფეხბურთის გიჟები არიან და საყვარელი ფეხბურთის გუნდის მხარდასაჭერად მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერებზე ძალადობაზეც არ ამბობენ უარსო. იმასაც ამბობენ, ბრიტანელებს ფეხბურთი საკუთარ ცოლებზე მეტად უყვართო. ამის შემოწმება შეუძლებელია, თუმცა, რა თქმა უნდა, ბრიტანელებს ძალიან უყვართ ფეხბურთი...

თუკი ბრიტანელებს შეიძლება რომელიმე ეპითეტი უწოდო, ეს „საქმეზე გაგიჟებულია“. სხვანაირად ძნელი ასახსნელი იქნებოდა, როგორ იკავებენ ბრიტანული უნივერსიტეტები საპატიო საპრიზო ადგილებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს შორის, როგორ მუშაობს ლონდონის სასაქონლო ბირჟა, რომელიც მსოფლიოში უდიდესია, ან თითქმის უკონკურენტო ტელეკომპანია „ბიბისი“, რომელიც უამრავი ადამიანის დაუღალავი შრომის ნაყოფია.