წაიკითხეთ ტექსტი - 4

IDevice Icon

ინდოელები ღარიბი, შეზღუდული აზროვნების, კონსერვატორი ხალხია.

ეს სტერეოტიპი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ ინდოელები დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ მონობაში, თუმცა, რა თქმა უნდა, შორსაა სიმართლისაგან. ინდოეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, თუმცა, ცნობილია, რომ ბოლო ათწლეულში ეკონომიკური სიტუაცია ბევრად შეიცვალა უკეთესობისაკენ და იგი განიხილება, როგორც პოტენციური სუპერსახელმწიფო. უფრო მეტიც, ინდოეთი მოწინავეა კომპიუტერულ ინჟინერიასა და კინოინდუსტრიაში. ის არის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და ტოლერანტული ქვეყანა მსოფლიოში. განა შეიძლება, ამ ყველაფრის შემდეგ ინდოელებს შეზღუდული აზროვნების მქონე უწოდო?