წაიკითხეთ ტექსტი - 1

IDevice Icon

იტალიელები საუკეთესო შეყვარებულები და ცუდი თანამშრომლები არიან.

იტალიელების ხსენებისას ადამიანებს პირველი, რაც აზრად მოსდით, პიცა, პასტა და რომანტიკული სიყვარულია. ამავე დროს, იტალია ცნობილია, როგორც არაორგანიზებული ქვეყანა, სადაც თავის საქმეს არავინ ეკიდება სერიოზულად. თუმცა, იტალიელებზე არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. მაგალითად, „ინვესტორ ქრონიკის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, როუზი ქარი, მიიჩნევს, რომ იტალიური კულტურა, საჭმელი, არქიტექტურა, ხელოვნება და მეცნიერული მიღწევები ხშირად იტალიელების შესახებ არსებულ სტერეოტიპში ვერ ჯდება, რადგან შეუძლებელია, არაორგანიზებულმა ხალხმა მსოფლიო დონის კულტურა შექმნას.