კატეგორია: Без рубрики

ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი – ნანა მაჭავარიანი…

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი – ნანა მაჭავარიანი იწყებს ტრადიციულ შეხვედრებს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის განყოფილებებთან  zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. შეხვედრების განრიგი: 2024. 23. 01. 12. 00. – ქართველურ ენათა განყოფილება 2024. 26. 01. 12. 00. – მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილება 2024. 30. 01. 12. 00. – მეტყველების კულტურის განყოფილება 2024. 02. 02. […]

ცხადდება კონკურსი…

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის   არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის  (ერთი საშტატო ერთეული – 7 წლის ვადით) სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსი   გამოცხადდა  2023  წლის   18 დეკემბერს საკონკურსო   დოკუმენტაციის   მიღება:  2024 წლის   22 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით (10 საათიდან 17 საათამდე) თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის კანცელარიაში, III სართული, ოთახი N 306; მისამართი: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. N 8. დამატებითი […]

ინფორმაცია…

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის 0,5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)   თანამდებობის დასაკავებლად ა.წ. 15 ნოემბერს გამოცხადებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებასთან დაკავშირებით – იხ. დამატებითი ბმული

2023 წლის   15 ნოემბერს გამოცხადდაკონკურსი…

2023 წლის   15 ნოემბერს გამოცხადდა კონკურსი  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  ლექსიკოლოგიის განყოფილების  მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად – 0,5 საშტატო ერთეული  (4 წლის ვადით).   საკონკურსო   დოკუმენტაციის   მიღება   იწარმოებს  2023 წლის   16 დეკემბრიდან    2023  წლის    19 დეკემბრის     ჩათვლით.  დამატებითი ინფორმაცია იხ. თსუ რექტორის ბრძანება:  N283/01-01-15.11.2023

2023 წლის 19-21 დეკემბერს …

2023 წლის 19-21 დეკემბერს გაიმართება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 82-ე სამეცნიერო სესია. თეზისები მიიღება მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე. თეზისების მოცულობა არაუმეტეს 2 გვერდისა, შრიფტი – sylfaen (12), ტრანსკრიფციისათვის – ICL Symbol. წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები. ელექტრონული ვერსია მიიღება მისამართზე giglemianilela5@gmail.com     სესია გაიმართება შერეული ფორმატით. Join Zoom Meeting https://us02web.zoom.us/j/6400564681?pwd=bjY1bE8xMjVzdE00c0ZLTzNpV05sUT09

კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი

ძვირფასო კონგრესის მონაწილეებო,კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და შეგახსენებთ, რომ კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი ჩატარდება ამა წლის 17-19 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, რომლის მისამართია: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1. იხილეთ პროგრამა პატივისცემით კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი 0179 თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №19, III სადარბაზო, მე-4 სართული, არნოლდ ჩიქობავას კაბინეტ–მუზეუმი […]

საინფორმაციო წერილი

წერილი  არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ორგანოს „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების“ 51- ე ტომისათვის მიიღება ა. წ. 15 ნოემბრამდე. წერილის მოცულობა (რეზიუმეს ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს. წერილის ტექსტი აწყობილი უნდა იყოს სილფაინის შრიფტით (შრიფტის ზომა 12). წერილს (ნაბეჭდ და ელექტრონულ ვერსიას) მიიღებს ინსტიტუტის სწალული მდივანი ლ. გიგლემიანი. ელექტრონული ფოსტა: giglemianilela5@gmail.com