ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 118 names in this directory beginning with the letter Ა.
ააბრჭყვიალებს
ბრჭყვიალს დააწყებინებს

ააელვარებს
ელვარებას დააწყებინებს

ააელფერებს
 ელფერს მისცემს, ხასხასა ფერს მისცემს

აალაპლაპებს
ლაპლაპს დააწყებინებს

აალმასებს
ალმასივით აბრწყინებს

აანთებს
სინათლეს აანთებს, გაანათებს

ააპრიალებს
აალაპლაპებს, ააელვარებს

ააფერადებს
ფერადს გახდის, ნაირ-ნაირ ფერად ააბრჭყვიალებს

ააჭრელებს
ჭრელს, ნაირფეროვანს გახდის

აბდღვიალდება
იგივეა, რაც აბდღვრიალდება

აბდღვრიალდება
ძლიერ განათდება

აბდღვრიალებს
ძლიერ ანათებს

აბინდებს
ბინდსა ფენს, – აბნელებს

აბნელებინებს
ავალებს ან საშუალებას აძლევს˹და˺აბნელოს

აბნელებს
ბნელსა ხდის

აბრწყინებს
ბრწყინვას გამოაცემინებს

აბრწყინვალებს
იგივეა, რაც აბრწყინებს

აბრჭყვიალდება
ბრჭყვიალს დაიწყებს

აბრჭყვიალება
ბრჭყვიალის დაწყება

აბრჭყვიალებს
ბრჭყვიალას ხდის

აბრჭყვიალებული
რაც ააბრჭყვიალეს ან აბრჭყვიალდა

აბჭყვრიალება
იხ. აბრჭყვიალება

აბჭყვრიალებს
ბრჭყვიალას ხდის; რისამე ბრჭყვიალს იწვევს, − აელვარებს

აგურისფერი
მოყვითალო წითელი

აელვარდება
ელვარებას, ელვას დაიწყებს, – განათდება, გაბრწყინდება

აელვარება
ბრწყინვა, ბრწყინვალება, ბზინვა, ლაპლაპი, თვალისმომჭრელი სინათლის გამოცემა

აელვარებს
ელვარებას აწყებინებს, − აბრჭყვიალებს

აელვარებული
რაც ააელვარეს, − აბრჭყვიალებული, განათებული

აელვებს
ელვასავით ანათებს

ავარვარებს
ანათებს კაშკაშით

ათასფერადი
იგივეა, რაც ათასფერი

ათასფერება
რასაც მრავალი შეფერილობა აქვს

ათასფერი
სხვადასხვაფერი, მრავალგვარი, მრავალნაირი

ათასფეროვანდება
ათასფეროვანი ხდება, მრავალფეროვნდება

ათასფეროვანი
მრავალი ფერისა

ათასფეროვნება
მრავალფეროვნება, ნაირგვარობა

ათეთრებს
თეთრად აქცევს

ათინათი
ჭუჭრუტანიდან ბნელში შემოტანებული სინათლის სხივი

ათინათინდება
ციმციმს დაიწყებს

აირეკლავს
უკუფენს, სინათლის სხივებს არეკლავს

აირუჯება
შავ ფერს დაიკრავს, გაშავდება

აიყვავებს
ჭრელჭრულს, ნაირნაირს გაიხდის

აიწითლებს
წითლად აიფერადებს

აიჭიჭყნდება
აჭრელდება უშნოდ

აიჭრელებს
ააჭრელებს თავისას

აკაშკაშდება
კაშკაშს დაიწყებს

აკიაფდება
კიაფს დაიწყებს‚ − აციმციმდება

აკიაფებული
რაც აკიაფდა‚ − აციმციმებული

აკრიალებს
კრიალას‚ ლაპლაპას ხდის‚ კრიალს აწყებინებს‚ აბრწყინებს

ალაპლაპდება
ლაპლაპს დაიწყებს‚ − აელვარდება

ალაპლაპებს
ლაპლაპს გამოაცემინებს‚ − აელვარებს

ალდაკრული
 რასაც ალისფერი გადაჰკრავს‚ − შეწითლებული

ალისფერი
რა ფერიც ალს აქვს‚ − ღია‚ კაშკაშა წითელი

ალმასდება
ალმასივით ბრწყინავს

ალუბლისფერი
რაც ფერით მწიფე ალუბალს მოგვაგონებს

ალურჯებს
ლურჯსა ხდის, ლურჯ ფერს აძლევს

ალუჩისფერი
რაც ფერით ალუჩას მოგვაგონებს‚ − ღია მწვანე

ამკრთალებს
 მკრთალს ხდის

ამოანათებს
ამოვა და გაანათებს, − ამოაშუქებს

ამობზინდება
 ბზინვით ამოვა

ამობზინებული
რაც ამობზინდა, − ბზინვით ამოსული

ამოთეთრებული
ამოვსებული თეთრი რამეთი

ამოიელვარებს
ამობრწყინდება

ამოკამკამდება
კამკამით ამოვა,−ამოციმციმდება

ამოკაშკაშდება
კაშკაშით ამოვა, − ამოანათებს

ამონათდება
 ნათებით ამოვა, ამოვა და გაანათებს

ამონათება
ამოშუქება

ამონათებული
 რამაც ამოანათა ან რაც ამონათდა

ამოფერავს
ლითონის საგნებს ოქროს (ვერცხლის) ფერს დაადებს

ამრავალფერებს
მრავალფერს ხდის

ანათებს
სინათლეს მიმართავს რამეზე

ანარეკლი
რაც აირეკლა, − უკუფენილი, არეკლილი სხივი, გამოსახულება..

ანარინჯისფერებს
ნარინჯისფერს ხდის, ნარინჯისფრად აქცევს

ანწლისფერი
შავი

არეკვლა
უკუქცევა, უკუფენა სხივისა

არყისფერი
მღვრიე მოთეთრო-მონაცრისფრო.

ასაჭრელებელი
 რაც უნდა ააჭრელონ

ასინათებს
სინათლეს ფენს, ანათებს

ასფალტისფერი
ნაცრისფერი, რუხი

ასხვადასხვაფერებს
სხვადასხვა ფერს, ნაირფეროვანს, მრავალფერს ხდის

ასხივოსნება
სხივების მოფენა

ატმისფერი
 ღაჟღაჟა ვარდისფერი

აუბზინდება
ბზინვას დაიწყებს მისი

აუბრჭყვიალდება
აბრჭყვიალდება მისი ან მისთვის

აუბრჭყვიალებს
ააბრჭყვიალებს მისას

აულაპლაპდება
ალაპლაპდება მისი‚ − ლაპლაპს დაუწყებს

აულაპლაპებს
ლაპლაპს დააწყებინებს მისას

აულილავებს
ლილისფრად გაუხდის

აუმწვანდება
ამწვანდება მისი‚ − მწვანე გაუხდება‚ მწვანით დაეფარება

აუმწვანებს
აამწვანებს მისას‚ მწვანით დაფარავს მისას

აუნთებს
აანთებს მისას ან მისთვის

აუფერადდება
 აფერადდება მისი‚ − ფერადი გაუხდება

აუფერადებს
ააფერადებს მისას

აუფერულებს
ფერს უკარგავს‚ უფერულს ხდის

აუხაშხაშდება
ხაშხაშა გაუხდება, წითელი გაუხდება

აფერადდება
ფერადი გახდება, − ნაირ-ნაირ ფერად აჭრელდება

აფერადება
ნაირფერად გახდომა

აფერადებინებს
ავალებს ან საშუალებას აძლევს გააფერადოს

აფერადებს
ფერადს ხდის,− აჭრელებს

აფერადებული
რაც ააფერადეს ან აფერადდა

აფერმკრთალებს
ფერმკრთალს ხდის‚ ფერს უკარგავს

აფითრებს
ფითრის ფერისად ხდის, − ფერს უკარგავს

აფორეჯებული
ფორეჯივით აჭრელებული, დაწინწკლული

აღამებს
ძალიან აბნელებს

აღაჟღაჟდება
ღაჟღაჟს დაიწყებს, ღაჟღაჟა ფერი მიეცემა

აღიელი
თვალთეთრი, მარღი

აღუდღუდებს
ღუდღუდს აწყებინებს, − წითლად აბრიალებს, აელვარებს

აყვითლებს
ყვითელს ხდის, − ყვითელ ფერს აძლევს

აშავებს
შავს ხდის, შავად ღებავს

აშუქებს
შუქს, ნათელს ჰფენს, − ანათებს

აჩრდილი
იგივეა, რაც ჩრდილი

აციმციმებული
რაც აციმციმდა, − ციმციმით მანათებელი, მოციმციმე

აწითლდება
 წითელი ფერი მიეცემა, სიწითლე წამოუვლის, − გაწითლდება

აწითლებს
წითელს ხდის, წითელ ფერს აძლევს

აჭრელდება
ჭრელი გახდება, – აფერადდება

აჭრელება
აფერადება

აჭრელებს
ჭრელსა ხდის, − ნაირ-ნაირ ფერს აძლევს, აფერადებს

აჭრელებული
ნაირ-ნაირი ფერისა

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა