ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 38 names in this directory beginning with the letter Დ.


დააბნელებს
ბნელს გახდის, სიბნელეს მოფენს, სინათლეს დაუკარგავს

დააფერადებს
სხვადასხვა ფერად შეღებავს, − დააჭრელებს

დააფორეჯებს
ფორეჯებს გაუჩენს

დააჩრდილებს
იხ. დაჩრდილავს, – ჩრდილს მიაყენებს; გააფერმკრთალებს

დააჭრელებს
ჭრელს გახდის

დათალხავს
შავ ფერს მისცემს, გააშავებს

დაინაცრება
ნაცრისფერი გახდება, გაფერმკრთალდება

დაიფერავს
დაფერავს თავისას

დაიჩრდილება
ჩრდილით დაიფარება, ჩრდილი დაეფინება; ჩრდილი მიადგება

დალურჯდება
მთლად გალურჯდება

დალურჯებული
რაც ან ვინც დაალურჯეს ან დალურჯდა, – ლურჯ ფერისად ქცეული, მთლად გალურჯებული

დამუქებული
რაც მუქი გახდა, რასაც მუქი ფერი მიეცა, – მუქად ქცეული, გამუქებული

დარიჩინისფერი
რასაც დარიჩინის ფერი აქვს

დატკრეცილი
დაწითლებული, ღაჟღაჟა

დატკრუცული
რაც დაეტკრუცათ ან დაიტკრუცა, – დაწითლებული

დაუთალხავს
დათალხავს მისას, – თალხით, შავებით შეუმოსავს

დაუფერავს
დაფერავს მისას

დაუფორეჯდება
დაფორეჯდება მისი, – ფორეჯები გაუჩნდება, ფორეჯებით დაეფარება

დაფერადდება
სხვადასხვა ფერად შეიღებება, ფერადი გახდება (ბევრი)

დაფერადება
სხვადასხვა ფერად შეღებვა, ფერებით დაჭრელება

დაფერადებული
რაც დააფერადეს ან დაფერადდა, − სხვადასხვა ფერად შეღებილი

დაფერავს
ლითონის ნივთს ოქროს (ვერცხლის...) ფენით დაფარავს

დაფორეჯება
ფორეჯების გაჩენა, ფორეჯებით დაფარვა

დაფორეჯებული
რაც დააფორეჯეს ან დაფორეჯდა, რასაც ფორეჯები გაუჩნდა, – ფორეჯებიანი

დაშავდება
შავად იქცევა, – გაშავდება, ჩაშავდება

დაჩითული
დაჭრელებული ქსოვილი

დაციმციმებს
 (აქა-იქ) ციმციმებს

დაცრიატდება
გაცრიატდება. გადატ. გაფერმკრთალდება

დაწითლდება
წითელი გახდება, წითელი ფერი დაედება, – გაწითლდება

დაწითლებული
რაც დააწითლეს ან დაწითლდა, გაწითლებული

დაწინწკლავს
სხვა ფერის წინწკლებით დააჭრელებს, წინწკლებს დააყრის ქსოვილს

დაწინწკლულ-დაჩითული
დაწინწკლული და დაჩითული, – სხვადასხვა ფერის წინწკლებით დაჩითული

დაწინწკლული
სხვა ფერის წინწკლებით დაჭრელებული

დაჭადრაკებული
ჭადრაკის დაფასავით უჯრაუჯრად დაყოფილი

დაჭარხლებული
ჭარხალივით გაწითლებული

დაჭრელება
ჭრელად ქცევა, ნაირნაირ ფერად შეღებვა

დურაჯისფერი
 რასაც დურაჯის ფერი აქვს

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა