ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 7 names in this directory beginning with the letter Ე.


ელვარე
რაც ელავს, რაც ელვარებს, – ბზინვარე, ბრწყინვალე, ლაპლაპა

ელვარება
ბრწყინვა, ბრწყინვალება, ბზინვა, ლაპლაპი

ელვარებს
ელვარებას გამოსცემს, – ბრწყინავს, ბზინავს, ლაპლაპებს

ელფერი
ოდნავ შესამჩნევი სხვაობა ერთისა და იმავე ფერისა; კოლორიტი; ადამიანის სახის ფერი, იერი

ენდროსფერი
ენდროს დამახასიათებელი ფერი, – წითელი

ერთფერი
ერთი ფერისა, ერთნაირი ფერისა

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა