ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 12 names in this directory beginning with the letter Ზ.


ზანგელა
წაბლისფერი, შავწითელი

ზანგიანი
კუთხ. (გურ., იმერ.) ჭუჭყიანი, შავად გასვრილი

ზაფრანისფერი
ყვითელი

ზერდაგი
ჩალისფერის, მოყვითალო ცხენი

ზოლებიანი
რასაც ზოლები დაჰყვება

ზოლი
გრძელი და ვიწრო სიბრტყე რისამე, რამეზე გავლებული, დაჩნეული

ზოლუკა
კუთხ. (რაჭ.) ზოლი

ზურმუხტისფერი
რაც ფერით ზურმუხტს მოგვაგონებს, – მწვანე

ზურმუხტოვანი
ზურმუხტისფერი

ზღვისფერთვალება
ვისაც ზღვისფერი თვალები აქვს, – ლურჯთვალება

ზღვისფერი
რაც ფერით ზღვას მოგვაგონებს, – ლურჯი, ლაჟვარდი

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა