ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 17 names in this directory beginning with the letter Თ.


თაგვისფერი
რაც ფერით თაგვს მოგვაგონებს, – მუქი ნაცრისფერი

თალხი
1. «სამგლოვიარო ფერი» (საბა). შავი ფერისა (ტანისამოსი, ქსოვილი)

თამბაქოსფერი
რაც ფერით თამბაქოს მოგვაგონებს, – მოყვითალ-მოყავისფრო

თანაფერები
ფერები, რომლებიც ერთი-მეორესთან შერევით იძლევიან თეთრ ფერს

თაფლა
რასაც თაფლის ფერი აქვს, – მოყვითალო, ჩალისფერი

თაფლისფერი
 რაც ფერით თაფლს მოგვაგონებს, – მოყვითალო, ჩალისფერი

თეთრ-მოყვითალო
მოთეთრო–მოყვითალო

თეთრ-სპეტაკი
ძლიან თეთრი,–სპეტაკი

თეთრ-წითელი
თეთრი და წითელი, – მოწითალო-მოთეთრო

თეთრი
თოვლის, რძის ფერი

თეთრიანი
ჭრელი ქსოვილი, რომელშიც თეთრი ფერი ჭარბობს

თმათაფლა
ვისაც თაფლისფერი თმა აქვს, – ოქროსფერთმიანი

თმაშავი
ვისაც შავი თმა აქვს

თმაწითელი,
თმაწითელა

თრთვილა
წითელი ან შავი ცხენი, თეთრად დაწინწკლული

თრთოლა
ციმციმი, კრთომა, თამაში ფერთა, სხივთა

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა