ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 45 names in this directory beginning with the letter Კ.


კაბაჭრელა
ჭრელკაბიანი

კაბელა
ჭრელი შავთეთრა საქონელი

კაბელო
კუთხ. (გურ.) იგივეა, რაც კაბელა

კაბია
კუთხ. (გურ.) ჭრელი შავთეთრა საქონელი

კავშა
თეთრფეხა ცხენი

კაკუნათი
იგივეა, რაც კუკუნეთი

კამკამა
ანკარა, გამჭვირვალე, წმინდა

კამკამებს
კამკამი გააქვს წყალს, კამკამით ჩამოდის, მორბის წყარო

კანაჟანი
კუთხ. (მთიულ.) ჭრელი პერანგი

კანჯარა
კუთხ. (ფშ.) ზოლებიანი ჭრელი საქონელი, – ვეჟანა

კაპრაში
«ყვითელმოწითალო» (საბა). ყვითელმოწითალო ფერის საქონელი

კაფიობს
კიაფი გააქვს, – კრთის, ციმციმებს

კაშკაშა
ძლიერ ელვარე, ბრწყინვალე

კაშკაშებს
ელვარებს, ბრწყინავს

კაშკაში
ელვარება, ბრწყინვა

კაჭკაჭ
ა კუთხ. (ხევს. თუშ.) თეთრითა და შავით ჭრელი, „თეთრი და შავი ერთმანეთში ნაწყვეტებად შერეული“

კვამლისფერი
რასაც კვამლის ფერი აქვს – ნაცრისფერი

კვეთრი
იხ. მკვეთრი

კიალი
ნათება, ბრწყინვა; კიაფი, ელვარება

კიანთი
კუთხ. (იმერ. გურ.) ძლიერი ნათება, – ელვარება

კიაფ-კიაფით
კაშკაშით, ციმციმით

კიაფა
რაც კიაფობს, – ციმციმა

კიაფი  
ღამით სინათლის შორიდან კრთომა, – ციმციმი

კინოვარი
ამ მინერალისაგან დამზადებული წითელი საღებავი ხმარობენ მხატვრობაში

კომლისფერი
რაც ფერით კომლს, კვამლს მოგვაგონებს, მონაცრისფრო ან მოშავო

კოჭბროლი
კუთხ. (კახ.) იგივეა, რაც კავშა

კრემისფერი
რასაც კრემის ფერი აქვს, – მოყვითალო

კრთება
იგივეა, რაც კრთის

კრთის
ციმციმებს, ციმციმით ბრწყინავს

კრთოლა
იგივეა, რაც კრთოლვა

კრთოლვა
იგივეა, რაც კრთომა

კრთომა
ციმციმი, ბრწყინვა

კრიალა
მბზინავი, მბრწყინავი, ბრჭყვიალა, პრიალა; ლაპლაპა

კრიალი
ელვარება

კრისტალნათობა
გამოსხივების თვისება ზოგიერთი მინერალის კრისტალისა

კრკიალი
იხ. კრიალი

კუდნაცარა
ნაცრისფერი კუდის მქონე

კუკუნახი
 კუთხ. (იმერ.) ბნელი

კუკუნეთი
კუთხ. (იმერ.) უკუნეთი, ბნელი

კუმეტი
ძალიან შავი

კუნაპეტი
ძალიან ბნელი – ძალიან შავი

კუპრისებური,
კუპრისებრი

კუპროვანი
იხ. კუპრისებური

კურდღლისფერი
ნაცრისფერი, ლეგა, რუხი

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა