ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 45 names in this directory beginning with the letter Ლ.


ლაინისფერი
მუქი ლურჯი

ლალისებური
ლალივით წითელი

ლალისფერა
იხ. ლალისფერი

ლალისფერი
მუქი წითელი

ლანდი
ცალი მხრიდან განათებული საგნის მუქი გამოსახულება მეორე მხარეს

ლაპლაპა
რასაც ლაპლაპი გააქვს, რაც ლაპლაპებს, – მბზინავი, ელვარე

ლაპლაპი
1. რისამე მაგ., გლუვი ლითონის, წმინდა წყლის ზედაპირის ბზინვა, ელვარება. 2. ციმციმი

ლაჟვარდა
ლაჟვარდის ფერისა, – ლურჯი

ლაჟვარდი
ღია ლურჯი ფერისა, ცის მუდმივი ეპითეტია

ლაჟვარდისფერი
ღია ლურჯი

ლაჟვარდოვანი
ღია ლურჯი

ლაქა
განსხვავებული ფერის პატარა ადგილი, ნიშანი რაიმეს ზედაპირზე

ლაქი
იხ. ლაქა

ლები
1. ცემით ან დაცემით დალურჯებული ადგილი ტანზე. 2. ჭაობიანი ნიადაგების ფენა მოლურჯო ფერისა

ლეგა
მუქი ნაცრისფერი, – რუხი, ყომრალი

ლეგლუგა
ლეგა და ლეგა, სხვადასხვანაირი ლეგა

ლეგო
იგივეა, რაც ლეგა

ლემანი
კუთხ. (მოხევ.) „ნაცრისფერი“

ლიანქრად
კუთხ. (გურ.) ოდნავ, მკრთალად, თხლად წასმა ან დაჩნევა რაიმესი

ლიბრედი
მუქი ფერი, საშუალო თეთრსა და შავს შორის

ლიბრი
ლურჯმოიისფრო

ლილისფერი
ლურჯი

ლიპლიპა
კუთხ. (ფშ. ქიზ.) რაც ლიპლიპებს,

ლიპლიპი
კუთხ. (ფშ. ქიზ.) იხ. ლაპლაპი

ლიფლიფებს
ლიფლიფით, მკრთალად ანათებს, – ციმციმებს

ლიღა
ლიღას ფერი მიწა, კუთხ. (იმერ.) ერთგვარი წითელი მიწა, რომელიც საღებავად იხმარება

ლიცლიცებს
ციმციმებს

ლიცლიცი
ციმციმი

ლომა
ბაცი შავი, მოჩალისფრო შავი კამეჩი

ლოყებაწითლებული
ვისაც ლოყები აწითლებული აქვს

ლოყებდაჭარხლებული
ვისაც ლოყები დაჭარხლებული აქვს, – ლოყებაწითლებული

ლოყებღაჟღაჟა
ვისაც ღაჟღაჟა ლოყები აქვს

ლურჯ-მოშავო
ძალიან მუქი ლურჯი

ლურჯ-წითელი
ლურჯი და წითელი

ლურჯგულა
რასაც ლურჯი გული აქვს

ლურჯდება
ლურჯი ხდება, ლურჯი ფერი ედება

ლურჯთვალა
 ლურჯი თვალების პატრონი, – ლურჯთვალებიანი

ლურჯი
 სპექტრის ერთი ძირითად ფერთაგანი, – მუქი ცისფერი

ლურჯკაბიანი
ვისაც ლურჯი კაბა აცვია

ლურჯმოშავო
 მოშავო ლურჯი, – ძალიან მუქი ლურჯი

ლურჯმუქისფერი
მუქი ლურჯი ფერისა

ლუსკუმა
კუთხ. (გურ.) იხ. ლუსკუმი

ლუსკუმი
ლუსკუმი ღამე "ბნელი ღამე"

ლუში
მოლურჯო ფერი

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა