ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 22 names in this directory beginning with the letter Ნ.


ნავთისფერი
 გარდამავალი რუხი, მოლურჯო - რუხი ლურჯი

ნაზი
არამკვეთრი, თვალისათვის სასიამოვნო ღია ფერი

ნათელი
სინათლით მოცული, – სინათლიანი, შუქიანი, განათებული

ნათელმიხდილი
რასაც ნათელი, სინათლე ჩამოეცალა, მოაკლდა, აკლია

ნაირფერადი
სხვადასხვა ფერისა, – ნაირფერი, ჭრელი

ნაირფერი
სხვადასხვა ფერისა, – ფერად-ფერადი

ნაკრთომი
მკრთალი, გამკრთალი; მიხდილი ფერი

ნალაქი
რაზედაც ლაქების კვალია, ლაქებით დაფარული, – ლაქებიანი

ნამჯისფერი
იგივეა, რაც ჩალისფერი

ნარგიზი
ნარგიზის ყვავილის ფერი, – მკრთალი ნარინჯისფერი

ნარინჯი
იგივეა, რაც ნარინჯისფერი

ნარინჯისფერი
რაც ფერით ნარინჯს მოგვაგონებს, – მოწითალო ყვითელი

ნაფერადები
აფერადებული

ნაშური
„ლურჯად შეღებილი ნარმა“

ნაჩრდილები
იხ. ჩრდილი

ნაცარა
ნაცრისფერი რამე

ნაცრდება
ნაცრისფერი ხდება

ნაცრისფერი
რაც ფერით ნაცარს მოგვაგონებს, – რუხი, ლეგა

ნაჭორფლი
ჭორფლის მსგავსი წინწკლების მქონე

ნიგროზინი
ერთგვარი მოშავოლურჯი ფერის საღებავი

ნისლა
ნისლის ფერი, ნაცრისფერი საქონელი

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა