ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 40 names in this directory beginning with the letter Ს.


სადაფისფერი
რაც ფერით სადაფს მოგვაგონებს

საია
სადა, მარტივი, არაჭრელი

სალათისფერი
ღია მწვანე

სამფერი
რასაც სამი ფერი აქვს, – სამფეროვანი

სანთლისფერი
ფერით სანთლის მსგავსი, – ყვითელი, გაფითრებული, მკვდრისფერი (ადამიანზე იტყვიან)

საფირონისფერი
რაც ფერით საფირონს მოგვაგონებს

საღებარი
იგივეა, რაც პიგმენტი

სვილისფერი
მკრთალი შავგვრემანი

სიბნელე
ბნელის თვისება, – ბნელობა

სითეთრე
თეთრის თვისება, თეთრი ფერის ქონა; თეთრი ფერი

სიკვდილისფერი
ძალიან მკრთალი

სინათლე
რამე წყაროს მიერ გამოსხივებული შუქი, ნათელი

სინათლიანი
სინათლის მქონე, – ნათელი, განათებული

სისვი
ლეგა, რუხი ფერი

სისხლისფერი
მუქი წითელი

სიყვითლემორეული
ვისაც ყვითელი ფერი, სიყვითლე აქვს მორეული

სიწითლე
წითლის თვისება, – წითელი ფერის ქონა; წითელი ფერი

სიჭრელე
ჭრელი ფერის ქონა ჭრელი ფერი

სპეტაკი
ძალიან თეთრი

სპექტრი
სხვადასხვა ფერის ზოლი, რომელიც მიიღება გამჭვირვალე პრიზმაში თეთრი სხივის გავლის დროს

სპილენძისფერი
რაც ფერით სპილენძს მოგვაგონებს, – მოწითალო-მოყვითალო

სრე
კუთხ. (ქართლ. კახ.) იგივეა, რაც სრელა

სრელა
კუთხ. (ქართლ. კახ.) განსხვავებული ფერის ზოლი

სრელა-სრელა,
სრელადასრელა

სრესრე
ზოლებად, ზოლზოლად

სტაფილოსფერი
რასაც სტაფილოს ფერი აქვს, − მოყვთალო წითელი

სუროსფერი
რაც ფერით სუროს მოგვაგონებს, – მუქი მწვანე

სხვადასხვაფერი
სხვადასხვა ფერისა, ერთმანეთისაგან განსხვავებული ფერისა

სხივთკონა
ერთი მბრწყინავი წერტილიდან, ერთი მანათობელი წყაროდან მრავლად გამომავალი სხივები

სხივთტეხა
სხივების გარდატეხა გარკვეულ არეში გავლისას

სხივი
სინათლის ვიწრო ზოლი, რომელსაც გამოსცემს მანათობელი სხეული, – შუქი

სხივიანი
მოელვარე, მბრწყინავი, ნათელი

სხივიერობა
სხივიერის თვისება, – ბრწყინვალება

სხივმფენი
სხივის მომფენი, რაც სხივებს აფრქვევს, გამომასხივებელი

სხივოსანი
სხივთა მფრქველი

სხივფენილი
რასაც სხივი მოეფინა

სხივჩამდგარი
სხივით განათებული, – სხივმოფენილი

სხივცისკროვანი
ნათელმოსილი, გაცისკროვნებული, ბრწყინვალე

სხურებული
ერთმანეთში არეული, შერეული ფერი; დაწინწკლული

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა