ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 43 names in this directory beginning with the letter Ფ.


ფერად-ფერადი
სხვადასხვა, ნაირ-ნაირი ფერისა, ჭრელი, ჭრელჭრელი

ფერადდება
ფერადი ხდება, აფერადებენ, ჭრელდება

ფერადი
სხვადასხვა ფერისა, ნაირნაირი ფერისა, ჭრელი

ფერადკანიანი
ვისაც (რასაც) ფერადი (შავი, ყვითელი...) კანი აქვს

ფერადობს
ფერადია, ნაირნაირი ფერისად ჩანს

ფერადოვანი
იგივეა, რაც ფერადი

ფერავს
ლითონის საგნებს (ოქროს, ვერცხლის) ფერს ადებს

ფერგადასული
რასაც ფერი აქვს გადასული, ფერდაკარგული, გახუნებული

ფერგამკრთალი
 იხ. ფერმკრთალი

ფერგამოცვლილი
რასაც ფერი გამოცვლილი აქვს, ფერშეცვლილი

ფერგახუნებული
იგივეა, რაც გახუნებული

ფერი
შთაბეჭდილება, რომელსაც ახდენს თვალზე საგნის მიერ ანარეკლი სინათლე

ფერითი
ფერის დამახასიათებელი, ფერთან დაკავშირებული

ფერმილეული
ვისაც ფერი აქვს მილეული, ფერმკრთალი

ფერმიხდილი
ვისაც ან რასაც ფერი აქვს მიხდილი, ფერდაკარგული, ფერმკრთალი

ფერმკრთალდება
ფერმკრთალი ხდება, ფერი ეკარგება

ფერმკრთალი
მკრთალი ფერისა

ფერნაკლულობა
ფერმკრთალობა, უფერულობა

ფერნაკრთობი, ფერნამკრთალები, ფერნამკრთალევი
იგივეა, რაც ფერმკრთალი

ფერნამკრთალობა
იგივეა, რაც ფერმკრთალობა

ფერნაქცევი
 ვისაც ან რასაც ფერი ექცა, – ფერნაცვალი

ფერნაცვალი
ვისაც ან რასაც ფერი ეცვალა, ფერშეცვლილი, ფერნაქცევი, გახუნებული

ფერო
რუხი

ფერობა
იგივეა, რაც ფერი, ფეროვნება

ფეროვანი
სხვადასხვა ფერისა, ფერადი

ფეროვნება
ფეროვანის თვისება, ფერიანობა

ფერსავსე
ფერიანი, ფეროვანი

ფერუცვლელი
რასაც ფერი აქვს უცვლელი, გაუხუნარი

ფერქცეული
ფერშეცვლილი, ფერწასული; გახუნებული

ფერშეუცვლელი
რასაც ფერი შეუცვლელი აქვს

ფერშეცვლილი
რასაც ფერი აქვს შეცვლილი, გახუნებული

ფერჩატეტკილი
კუთხ. (ქართლ. იმერ.) ფერდაკარგული, ფერმკრთალი, გაფითრებული

ფერწასული
უფერული, გახუნებული

ფერწერა
ფერებით, საღებავებით ხატვის ხელოვნება

ფერწითელი
ფერად წითელი, წითელი ფერისა

ფესანგი
ჭრელი ცხოველი

ფირუზისფერი
რაც ფერით ფირუზს მოგვაგონებს, ცისფერი

ფოლადისფერი
მოვერცხლისფრო

ფორაჯი
იხ. ფორეჯი

ფორეჯებიანი
იგივეა, რაც ფორეჯიანი

ფორეჯი
დიდი წინწკალი, ხალი სხეულზე, ქსოვილზე, ბეწვზე...

ფორეჯიანი
ფორეჯების მქონე, დაწინწკლული

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა