ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 21 names in this directory beginning with the letter Ღ.


ღადღადი
ძლიერ ნათება; ელვარება, კაშკაში, ბდღვრიალი

ღანძილისფერი
რაც ფერით ღანძილს მოგვაგონებს, მუქი მწვანე

ღაჟღაჟა
რაც ღაჟღაჟებს, ელვარე წითერლი ფერის მქონე

ღაჟღაჟებს
ღაჟღაჟი გააქვს, – წითლად ღუის, წითლად ელვარებს

ღაჟღაჟი
წითლად ელვარება, წითლად ბრწყინვალება

ღაღანი
ფერადი ციმციმი, ფერის ელვარება, ბზინვა, ხასხასი

ღაშღაში
კუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც ღაჟღაჟა

ღებავს
საღებავით ფერს უცვლის, აფერადებს

ღებული
იგივეა, რაც შეღებილი

ღვარალეები,
ღვერელეები

ღვარალეებიანი,
ღვერელეებიანი

ღვედ-ღვედად
ღვედის მსგავსად, ზოლ-ზოლად

ღვედიანი
კუთხ. (ხევს., ლეჩხ.) ზოლიანი

ღვივის
წითლად ელვარებს

ღვინისფერი
წითელი ღვინის ფერის მქონე მოშავო წითელი

ღია
ნათელი, არა მუქი, ბაცი ფერი

ღიღილოსფერი
ლურჯი

ღოღნოშოსფერი
 რაც ფერით ღოღნოშოს მოგვაგონებს, – მუქი ლურჯი

ღუდღუდი
კაშკაშა წითელი ფერის გამოცემა

ღუის
გამოჩანს, გამოჭვივის (წითლად, ყვითლად..,) ღვივის

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა