ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 21 names in this directory beginning with the letter Ყ.


ყავისფერი
რაც ფერით ყავას მოგვაგონებს, მიხაკისფერი

ყანჩი
მუქი ფერი

ყარაჩი
ძალიან შავგვრემანი

ყვითა
ყვითელი ფერის საღებავი

ყვითელ-მწვანე
ყვითელი და მწვანე, მოყვითალო-მომწვანო

ყვითელი
ერთ-ერთი შვიდ ძირითად ფერთაგანი

ყვითლდება
ყვითელი ხდება

ყვიჟილი
ლურჯისა და იისფერის საშუალი

ყვირჭი
ძვ. 1. დალაქული. 2. შავი ფერი

ყირმიზა
ყირმიზი, წითელი ფერისა, წითური

ყირმიზი
წითელი, წითელი ფერისა

ყისინა
კუთხ. (ქიზ.) ღვიძლისფერი, წენგოსფერი

ყომრალი
მუქი ნაცრისფერი

ყორნისფერი
ძალიან შავი

ყურუმი
კუთხ. (იმერ.) იხ. ყურყუმი

ყურყუმა
ვისაც, რასაც სიშავე, სიბნელე ახასიათებს

ყურყუმელი
კუთხ. (ლეჩხ.) იგივეა, რაც ყურყუმი

ყურყუმი
კუთხ. (იმერ. გურ.) ძლიერ შავი, ძლიერ ბნელი

ყურჭი
ძლიერ შავი

ყუყა
კუთხ. (ქიზ.) მეტად შავი

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა