ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 58 names in this directory beginning with the letter Შ.


შავ-თეთრი
შავი და თეთრი ფერით ჭრელი

შავ-ყვითელი
მოშავო ყვითელი

შავდება
შავი ხდება, შავ ფერს იღებს, შავად იღებება

შაველა
კუთხ. (მოხევ.) ბნელი, ჩაშავებული

შავვერცხლისფერი
ვერცხლისფრად მოელვარე შავი

შავი
ყველა ფერზე მუქი, ნახშირის, გიშრის ფერი

შავლეგა
ძალიან მუქი ლეგა

შავმოელვარე
შავად მოელვარე

შავფერი
შავი ფერისა

შავშავი
საკმაოდ შავი

შავჭრელი
შავი თეთრით აჭრელებული

შაქრისფერი
ღია ხორბლისფერი

შეაფერადებს
რაიმე ფერად შეღებავს, რამე ფერს მისცემს; შეფერავს

შეაყვითლებს
მცირედ გააყვითლებს, მოყვითალო ფერს დასდებს

შეაწითლებს
ოდნავ გააწითლებს

შეაჭრელებს
აქა-იქ ოდნავ ააჭრელებს

შეეღებება
შეიღებება მისი ან მისთვის, საღებავით სხვაფერი გაუხდება

შეიფერება
შეფერავენ; რისამე ფერი მიეცემა, შეიღებება, შეფერადდება

შეიღებავს
შეღებავს თავისას ან თავისთვის

შეიღებება
შეღებავენ შეღებვა შესაძლებელი იქნება

შელაქული
იგივეა, რაც გალაქული

შემუქდება
მუქი ფერი მიეცემა, ცოტათი გამუქდება

შემფერადებელი
ვინც შეაფერადებს, − გამფერადებელი

შემწვანდება
ცოტათი გამწვანდება

შემწვანებული
რაც შემწვანდა, ცოტათი ამწვანებული

შესაფერადებელი
რაც უნდა შეაფერადონ ან შეფერადდეს,− შესაღებავი

შეუფერადდება
შეფერადდება მისი, − ფერადი გაუხდება

შეუფერადებს
შეაფერადებს მისას ან მისთვის

შეუყვითლდება
შეყვითლდება მისი, ოდნავ გაუყვითლდება

შეფერადდება
ფერადი გახდება, სხვა ფერი მიეცემა, შეიღებება

შეფერადება
რაიმე ფერად შეღებვა, როგორიმე ფერის მიცემა, გაფერადება, შეფერვა

შეფერადებული
რაც შეაფერადეს ან შეფერადდა

შეფერავს
რაიმე ფერად შეღებავს, შეაფერადებს

შეფერვა
შეფერილობა, ფერი

შეფერილი
რაც შეიფერა ან შეფერეს, შეღებილი, შეფერადებული

შეფერილობა
შეღებილობა, შეფერვა, ფერი, ფეროვნება

შეღებავს
საღებავით შეფერავს, საღებავით ფერს შეუცვლის; სხვა ფერს მისცემს

შეღებილი
რაც შეღებეს ან შეიღება, საღებავით... ფერშეცვლილი, შეფერილი

შეყვითლდება
ყვითელი ფერი დაედება, მცირედ გაყვითლდება, სიყვითლე შეეპარება

შეწითლება
ცოტათი გაწითლება, აწითლება, შეფაკლება

შეწითლებული
ცოტათი გაწითლებული

შეწინწკლული
ცოტათი დაწინწკლული

შეჭარხლდება
ჭარხალივით გაწითლდება

შეჭრელდება
ჭრელი გახდება, აქა-იქ, ოდნავ აჭრელდება

შეჭრელება
აქა-იქ, ოდნავ აჭრელება, სიჭრელის შერევა

შვიდფერა
 იგივეა, რაც შვიდფერი

შვიდფერი
შვიდი ფერისაგან შემდგარი, – შვიდფეროვანი

შვიდფეროვანი
იგივეა, რაც შვიდფერი

შვიდძალი
შვიდზოლიანი, შვიდხაზიანი

შვინდისფერი
რაც ფერით შვინდს მოგვაგონებს, მუქი წითელი

შინდისფერი
იგივეა, რაც შვინდისფერი

შოკოლადისფერი
რაც ფერით ყავას გვაგონებს,– ყავისფერი

შუქასხმული
შუქით მოცული, შუქიანი

შუქელვა
ელვარე შუქი, ელვისებრი შუქი

შუქელვარება
შუქის ელვარება

შუქი
1. თვალის მიერ აღქმული სხივური ენერგია, რის მეოხებითაც ირგვლივ მყოფი საგნები ხილული ხდება, სინათლე. 2. სინათლის ზოლი, რომელსაც გამოსცემს მანათობელი სხეული, – სხივი

შუქმოფენილი
რასაც ან ვისაც შუქი აქვს მოფენილი, გაშუქებული, განათებული

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა