ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 57 names in this directory beginning with the letter Ჩ.


ჩაამუქებს
რამეში გაამუქებს, – ჩააშავებს

ჩააყვითლებს
ყვითელი ფერისას გახდის, ყვითელ ფერს მისცემს

ჩააშავებს
შავს გახდის, შავ ფერს მისცემს, – ჩაამუქებს

ჩააშუქებს
სხივს ჩაუშვებს, – ჩაანათებს

ჩაბნელებული
 რაც ჩააბნელეს ან ჩაბნელდა, – ბნელით მოცული, დაბნელებული

ჩაიბნიდება
ჩაბნელდება

ჩაისფერი
რაც ფერით ჩაის ნაყენს გვაგონებს, – მუქი ჩალისფერი

ჩაკრიალებული
რასაც კრიალი გააქვს

ჩაკუპრული
რაც ჩაიკუპრა, – კუპრივით ჩაშავებული

ჩალაქავებული
რასაც ლაქები ჩასჯდომია, – დალაქავებული

ჩალაცხენი
ჩალისფერი ცხენი

ჩალილავება
ლილისფრად გახდომა, ჩალურჯება

ჩალისფერი
რაც ფერით ჩალას მოგვაგონებს, ბაცი ყვითელი

ჩალურჯდება
შიგ დალურჯდება

ჩამოაბნელებს
სიბნელეს მოჰფენს ქვევით მყოფს

ჩამოაწითლებს
წითლად შეღებავს, ჩამოსწვრივ გააწითლებს

ჩამოგვალული
გარუჯული, გადამწვარი

ჩამოქარვული
ქარვასავით ჩამოყვითლებული

ჩამოყვითლდება
სიგრძივ გაყვითლდება

ჩამუქდება
მუქი გახდება, მუქ ფერს მიიღებს

ჩანაყვითლი
რაც ჩაყვითლდა, – ჩაყვითლებული

ჩანაცრდება
მთლად განაცრისფერდება, – გაფითრდება

ჩაპეპლილი
პეპელასავით ჭრელი

ჩაჟამებული
ჩამუქებული, ჩაშავებული

ჩატეტკილი
ფერდაკარგული

ჩაუწითლდება
შიგ გაუწითლდება

ჩაფერიანებული
ვინც ან რაც ფერიანი გახდა, ვისაც ან რასაც ფერი მიეცა

ჩაქათქათებული
იგივეა, რაც ქათქათა

ჩაქარვებული
ქარვასავით ჩაყვითლებული ყურძენი...

ჩაქსულა
 ზოლიანი ქსოვილი

ჩაღამებული
ჩაბნელებული

ჩაღვიძლებული
ღვიძლისფრად, მუქად ჩაწითლებული

ჩაღო
კუთხ. (თუშ.) ღია, ცინცხალი ფერი

ჩაყვითლდება
ყვითელი გახდება, ყვითელი ფერი დაედება, გაყვითლდება

ჩაყვითლებული
ვინც ან რაც ჩაყვითლდა, – ყვითლად ქცეული, გაყვითლებული

ჩაშავდება
შავი ფერი დაედება, შავი გახდება, ჩამუქდება

ჩაცრეცილი
რაც ჩაეცრიცათ, – ფერდაკარგული, გაფითრებული

ჩაწითლებული  
 ვინც ან რაც ჩაწითლდა, _ შიგ გაწითლებული

ჩაწინწკლული
წინწკლებით აჭრელებული, წინწკლებიანი

ჩაწყვდიადებული
წყვდიადით მოცული, – ჩაბნელებული

ჩახჩახა
კაშკაშა, მოელვარე, მბრწყინავი

ჩახჩახი
კაშკაში, ბრწყინვა, ელვარება

ჩაჯიგრებული
კუთხ. (ქართლ.) მუქი წითელი, ჩაწითლებული სახე...

ჩერო
იგივეა, რაც ჩრდილი

ჩითა
ჩითივით ჭრელი

ჩინი
„ზეთისხის ფოთლის ფერი“ (საბა). || ფერი

ჩირდილი
მზეს მოფარებული ადგილი

ჩიჩხი
კუთხ. (იმერ.) ღია ჭრელი თვალები

ჩრდილი
ცალი მხრიდან განათებული საგნის მუქი გამოსახულება მეორე მხარეს, – ლანდი

ჩრდილიანი
რასაც ჩრდილი აფენია, – ჩრდილით დაფარული

ჩრდილმიმდგარი
რასაც ან ვისაც ჩრდილი აქვს მიმდგარი, – ჩრდილით დაფარული

ჩრდილმიყენებული
რასაც ჩრდილი მიაყენეს ან მიადგა

ჩრდილნათელი
ნათელი და მუქი ჩრდილოვანი შტრიხების განლაგება ნახატზე (გამოსახვის ერთერთი ხერხია მხატვრობაში)

ჩუთრი
ცეცხლისაგან დაწითლებული ადგილები, ფორეჯები წვივებზე

ჩხატიანი
კუთხ. (რაჭ.) ჩხია, ჭრელი თვალების მქონე

ჩხია
კუთხ. (იმერ. ლეჩხ. რაჭ.) ღია ჭრელი, ჭროღა თვალები

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა