ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 24 names in this directory beginning with the letter Ც.


ცეცხლისფერი 
რაც ფერით ცეცხლს მოგვაგონებს, – ალისფერი

ცვილისფერი
გაყვითლებული, სანთლისფერი

ციაგი
მოციმციმე, მოკიაფე

ციაგლურჯი
ღია ლურჯი, – მოლურჯო

ციაგმკრთალი
ძალიან მკრთალი, – ცრიატი, გაცრიაგებული

ციალ-კიალი
ციალი და კიალი გამუდმებით ციალი

ციალებს
კრთის სხივი, ციმციმებს

ციალი
«მცირე რამ ელვარება» (საბა), – ციმციმი

ციატი
მკრთალი, ღია ფერისა

ცილისფერი
რაც ფერით ცილას მოგვაგონებს, – მოყვითალო თეთრი

ციმი
ღია ფერის ლაქა მუქ ფონზე

ციმციმი
სხივის კრთომა, – ლიფლიფი, ციალი, კიაფი

ცინცხალი
ბრჭყვიალა ხასხასა

ცისარტყელა
შვიდფერა რკალი ცაზე

ცისკროვანი
ცისკარივით ნათელი, ბრწყინვალე

ცისფერთვალა
ვისაც ცისფერი თვალები აქვს

ცისფერთვალებიანი
იგივეა, რაც ცისფერთვალება

ცისფერი
რაც ფერით ცას მოგვაგონებს, – ღია ლურჯი

ცრიაგი
მკრთალი, ფერმკრთალი, ღია ფერისა

ცრიატდება
ცრიატი ხდება, – მკრთალდება

ცრიატი
მბჟუტავი, მკრთალი სინათლე; ღია, ბაცი ფერისა, – ციატი

ცქრიალი
ციმციმი, კამკამი, კიაფი

ცხვრისფერი
ცხვრის თვალების ფერი თვალი, – ჭროღა

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა