ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 41 names in this directory beginning with the letter Წ.


წაბლა
რაც ფერით წაბლს მოგვაგონებს, – წაბლისფერი; ითქმის უპირატესად ხარის, ცხენის... ფერზე

წაბლისფერი
რაც ფერით წაბლს მოგვაგონებს, – წაბლა, ჟღალი, თაფლა

წათეთრო
რასაც თეთრი ფერი გადაჰკრავს, – მოთეთრო

წალურჯო
რასაც ლურჯი ფერი გადაჰკრავს, – მოლურჯო

წამალი
იგივეა, რაც საღებავი

წამოაწითლებს
წითელ ფერს დაადებს, – შეფაკლავს, შეაწითლებს

წამოეგზნება
წამოუწითლდება, შეუხურდება სახე

წამოიჭეხება
წამოწითლდება, წამოჭარხლდება

წამოუკვერდება
დაებრაწება, წამოუწითლდება ლოყები

წამოფაკლდება
შეფაკლდება, წამოწითლდება

წამოჭარხლდება
მეტისმეტად გაწითლდება სახეზე

წამოჭვიებული
რაც გამოსჭვივის, – გამონათებული

წამწვანო
რასაც მწვანე ფერი გადაჰკრავს, – მომწვანო

წარნაქი
წითელი საღებავი

წარუხო
რასაც რუხი ფერი გადაჰკრავს, – მორუხო

წაყვითანო
წაყვითალო

წაყვითლო
რასაც ყვითელი ფერი გადაჰკრავს, – მოყვითალო

წაწითალო
რასაც წითელი ფერი გადაჰკრავს, – მოწითალო

წაწითლდება
ცოტათი გაწითლდება, – შეწითლდება

წენგოსფერი
რაც ფერით წენგოს ნახარშს მოგვაგონებს, მუქი ყავისფერი

წვანე
იხ. მწვანე

წვეთანკარა
რასაც ანკარა წვეთი აქვს

წიაღი
მომწვანო-მოყავისფრო

წითელ-ლურჯი
წითელი და ლურჯი ფერისა; წითელი, რომელსაც ლურჯი გადაჰკრავს

წითელ-ყვითელი
რაც წითლად და ყვითლად არის შეფერადებული

წითელ-წითელი
მრავალი წითელი

წითელი
სისხლისფერი, ჭიაფერი, ძოწისფერი

წითელკოპლებიანი
რასაც წითელი კოპლები აქვს

წითელმორეული
სიწითლემორეული, მოწითალო

წითელმურა
რუხ-წითელი, შავ-წითელი, ჟანგისფერი

წითლდება
წითელ ფერს იღებს, წითელი ფერისა ხდება

წითს
წითლად ანათებს, წითელი ფერი აძევს

წითური
ფეროვანი, ღაჟღაჟასახიანი

წიმარო
კუთხ. (ფშ.) წმინდა, სუფთა, ანკარა წყალი და მისთ.

წინწკალი
ფერადი წერტილი ერთფერ მიწაზე, ფონზე

წკრიალა
რასაც წკრიალი(ლაპლაპი) გააქვს

წკრიალებს
ბრწყინავს, ლაპლაპებს; კრიალებს

წკრიალი
ბრწყინვა, ლაპლაპი, კრიალი

წყვდიადი
ძალიან ბნელი, უკუნი

წყლისფერი
ოდნავ მონაცრისფრო ჟღალი

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა