ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 33 names in this directory beginning with the letter Ჭ.


ჭადრაკული
უჯრედებიანი ჭადრაკივით

ჭარხლისფერი
მუქი წითელი

ჭაღარა
1. თმაში გარეული თეთრი. 2. თეთრგარეული თმა, წვერი...

ჭევრი
ჭრელჭრელი მკვეთრი

ჭერმისფერი
რაც ფერით ჭერამს მოგვაგონებს, – მოწითალო ყვითელი

ჭეჭელია
კუთხ. (რაჭ.) იგივეა, რაც ჭრელი

ჭეხეწითელი
კუთხ. (რაჭ.) ღია წითელი

ჭვარტლისფერი
რაც ფერით ჭვარტლს მოგვაგონებს, – შავი

ჭვარჭვალიტა
კუთხ. (იმერ. გურ.) წინწკლებით აჭრელებული, – წინწკლებიანი

ჭვირი
ძვ. შუქი

ჭვირობა
გამჭვირვალობა

ჭიატა
ციმციმა, ბრჭყვიალა

ჭიაფერი
წითელი

ჭინჭორედა
მეტად ჭრელი

ჭიღრა
ძვ. თვალჭრელი

ჭორფლა
ჭორფლიანივით აჭრელებული, – წვრილკოპლებიანი ცხენი

ჭორფლი
მოყავისფრრო წვრილი წინწკლები სახეზე ან ხელებზე, ჩვეულებრივ გაზაფხულზე უჩნდებათ

ჭორფლიანი
დაწინწკლული, წინწკლებიანი

ჭრელ-წითელი
წითლით აჭრელებული

ჭრელ-ჭრელი
მრავალი ჭრელი; სხვადასხვა ფერისა, ნაირფერი

ჭრელ-ჭრული
ჭრელ-ჭრელი აჭრელებული

ჭრელა-ჭრულა
იგივეა, რაც ჭრელ-ჭრული

ჭრელდება
ჭრელი, ნაირფერი ხდება

ჭრელი
1.რასაც სხვადასხვა ფერი აქვს, – ნაირფერადი. 2. მარჩხი, ჭროღა თვალი

ჭრელობა
ნაირსახეობა, სხვადასხვაფერობა, სიჭრელე

ჭრომახი
კუთხ. (იმერ.) ჭრელი, ჭროღა

ჭროღა
მოყავისფრო ჭრელი

ჭყანა
კუთხ. (გურ.) ჭროღა, ჭრელი თვალი, ხვლიკისფერი

ჭყარტალა
უგვანი ჭრელი, – ჭყატანა

ჭყატანა
იგივეა, რაც ჭყარტალა

ჭყიმა
კუთხ. (რაჭ). ჭროღა, ჭრელი თვალი

ჭყრიალი
იგივეა, რაც ბრჭყვიალი

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა