ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 12 names in this directory beginning with the letter Ჯ.


ჯავარი
მბრწყინავი, მოელვარე

ჯავარიანი
ჯავარის მქონე, – მბრწყინავი, მოციმციმე, მოელვარე

ჯაჭვედა
ჭრელი, თეთრშავი ქათამი

ჯაჭვისებრი
იხ. ჯაჭვედა

ჯაჭო
ლამაზი ჭროღა (თვალები)

ჯვარელა
კუთხ. (ფშ.) შავთეთრად ჭრელი ხარი ან ფური

ჯიგარი
კუთხ. (თუშ.) თალხი ფერის ქსოვილი

ჯიგრისფერი
რაც ფერით ჯიგარს (ღვიძლს) მოგვაგონებს, – შავწითელი; მუქი წითელი

ჯორა
1. მუქი წითელი ან წაბლისფერი საქონელი 2. კუთხ. (იმერ. რაჭ.) მუქი წითელი, – ღვინისფერი, ჯორაფერი

ჯორაფერი
მოწითალო-მოშავო; მუქი წითელი, – ჯორა

ჯღატარა
ჭრელი, ჭროღა თვალების მქონე

შემდგენელი ლ.ვაშაკიძე
რედაქტორი მ.ჩუხუა