ვლადიმერ ფანჩვიძე

ვლადიმერ ფანჩვიძე
1906-)

 

V Fanchvidze
დაიბადა 1906 წელ ხაშურში, მუშის ოჯახში. 1924 წელს დაამთავრა ხაშურის ჰუმანიტარული ტექნიკუმი, ხოლო 1930 წელს _ თბილისის სახელმწიფო უნივნრსიტეტი.
1932 წელს ის ჩაირიცხა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტში, სადაც 1936 წელს დაამთავრა ასპირანტურა კავკასიურ ენათა განხრით.
1938 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1949 წელს კი _ სადოქტორო დისერტაცია.
განსაკუთრებულია მისი დამსახურება უდური ენის შესწავლის საქმეში. აქვს საყურადღებო შრომები ქართული ენის დიალექტოლოგიაში. დაინტერესებული იყო ზოგადი ენათმეცნიერების საკითხებით. იგი ავტორია რამდენიმე ათეული სამეცნიერო შრომისა. მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი მონოგრაფიისა, როგორიცაა “უდურის გრამატიკული ანალიზი“. მისი გამოკვლევები ფართოდაა ცნობილი როგორც საბჭოთა კავშირში, ისე უცხოეთის კავკასიოლგიურ ცენტრებში.
დიდ სამეცნიერო მუშაობასთან ერთად პროფ. ვლ. ფანჩვიძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უცხო ენათა ინსტიტუტსა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც კითხულობდა ლექციებს ზოგად ენათმეცნიერებაში, ქართულ ენაში, ქართულ დიალექტოლოგიასა და უდურ ენაში.
ვლ. ფანჩვიძე სხვადასხვა დროს (1938_1975 წწ.) იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, პროფესორი, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს სსრ მეცნ. აკად. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე, ქართველურ განყოფილების ხელმძღვანელი, დირექტორი, თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დირექტორი. 1975 წლიდან მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. იგი იყო რამდენიმე სამეცნიერო საბჭოს წევრი. წლების განმავლობაში რედაქტორობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანოს _ “იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერებას“.

შრომები:

გიგინეიშვილი ი. მეტყველების კულტურა და ზოგიერთი მოსაზრება. – გაზ. “კომუნისტი”, 1970, 15 ოქტ. სალიტერატურო ქართულში ზოგიერთი გამოთქმისა და ტერმინის ხმარებასთან დაკავშირებით. ენათმეცნიერების ინ-ტის რჩევა.
იხ. ლომთათიძე ქ., ფანჩვიძე ვ. სახელოვანი…
იხ. ფონეტიკური ლიტერატურის ანოტირებული ბიბლიოგრაფია, I.
მორფოლოგიური შეხვედრებისათვის უდური ენისა ქართულ-ქართველურ ენებთან. – იკე, ტ. I, 1946, გვ. 359-370.
მრავლობითი რიცხვის აღნიშვნისათვის ზმნაში იმერული კილოს მიხედვით. – სმამ, ტ. 6, №10, 1945, გვ. 845-852. – რეზ. რუს. ენ.
ნ. მარის ოთხელემენტოვანი ანალიზის მეთოდოლოგიური უსაფუძვლობა ი. სტალინის საენათმეცნიერო მოძღვრების შუქზე. – თსუ შრ., ტ. 49, 1953.
ქართული ენის იმერული კილო (საკანდ. დის. თეზისები), თსუ, თბ., 1938.
[ენამეცნიერი. 1906-1984. ნეკროლოგი]. – გაზ. “თბილისი”, 1984, 14 დეკ. ხელმოწერა: საქ. სსრ მეცნ. აკად. ენისა და ლიტ. განყ-ბა; ენათმეცნიერების ინ-ტი; უნ-ტის ფილოლოგიის ფაკ-ტი; ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი.
ენას ნუ გავაღარიბებთ. – გაზ. “სოფლ. ცხოვრება”, 1976, 30 იანვ. შენიშვნები ქართულ ენაში დამკვიდრებული ტერმინების ხელოვნურად შედგენილი ახალი ტერმინებით შეცვლასთან დაკავშირებით.