კატეგორია: Без рубрики

ცხადდება კონკურსი…

ცხადდება კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის  (4 წლის ვადით – 0,5 საშტატო ერთეული) სამსახურში მისაღებად კონკურსი   გამოცხადდა  2023  წლის   3 აგვისტოს საკონკურსო   დოკუმენტაციის   მიღება:  2023 წლის   4 სექტემრიდან 7 სექტემბრისჩათვლით (10 საათიდან 17 საათამდე) თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის კანცელარიაში, III სართული, ოთახი N 306; მისამართი: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. N 8 დამატებითი ინფორმაცია […]

28 ივლისს, 12:00 საათზე…

28 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომა Zoom-ის საშუალებით. დღის წესრიგშია კონკურსის გამოცხადების საკითხი  თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის (4 წლის ვადით – 0,5 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე (ლინდა გიორგაძის 4-წლიანი ვადის გასვლასთან დაკავშირებით). Zoom-ის მისამართი: https://us02web.zoom.us/j/6400564681?pwd=bjY1bE8xMjVzdE00c0ZLTzNpV05sUT09

 ამა წლის 25-26 სექტემბერს გაიმართება VIII  ადგილობრივი კონფერენცია „სამეცნიერო ტერმინოლოგია“

      ამა წლის 25-26 სექტემბერს გაიმართება VIII  ადგილობრივი კონფერენცია „სამეცნიერო ტერმინოლოგია“. კონფერენცია ეძღვნება გიორგი ნიკოლაძის 135-ე წლისთავს. მოხსენებათა თეზისები მიიღება ამა წლის  10 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე – terminologyge@gmail.com 

„ქართული სიტყვის კულტურის საკითხების“  მორიგი − 23-ე…

„ქართული სიტყვის კულტურის საკითხების“  მორიგი − 23-ე  წიგნისათვის  სტატიები (ამონაბეჭდი და ელექტრონული ვერსია) მიიღება 10 სექტემბრამდე. კრებული ეძღვნება  პროფ. შ. აფრიდონიძის ხსოვნას. წერილებს უნდა დაერთოს ინგლისური რეზიუმე (არაუმეტეს 2 გვერდისა). ფორმატი − A5, შრიფტი − Sylfaen, შრიფტის  ზომა − 10, ინტერვალი სტრიქონებს შორის − 1.5. სტატიები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე − burchuladzetea@gmail.com

სამეცნიერო სესია „არნოლდ ჩიქობავას საკითხავები“

2023 წლის 20-22 ივნისს გაიმართება სამეცნიერო სესია „არნოლდ ჩიქობავას საკითხავები“. სხდომები ჩატარდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 202-ე აუდიტორიაში. ჩართვა შეიძლება დისტანციურადაც, იხილეთ ბმული: მუშაობის გეგმა ზუმის მისამართი: Join Zoom Meeting https://us02web.zoom.us/j/6400564681?pwd=bjY1bE8xMjVzdE00c0ZLTzNpV05sUT09 Meeting ID: 640 056 4681 Passcode: 704506

საინფორმაციო წერილი

პატივცემულო კოლეგებო! გვაქვს პატივი მოგიწვიოთ XLIII რესპუბლიკურ დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიაზე,რომელსაც ატარებს ენათმეცნიერების ინსტიტუტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად 2023 წლის შემოდგომაზე. კონფერენცია ჩატარდება ახალქალაქში (ჩატარების ზუსტი დრო გეცნობებათ მოგვიანებით). სესიაში მონაწილეობის მსურველმა მოხსენება (და არა მოხსენებათა თეზისები!) უნდა გამოგზავნოს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: giglemianilela5@gmail.com  მოხსენებების მიღება 1ივლისამდე. მოთხოვნები კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის: მოხსენების მოცულობა — არაუმეტეს 5 გვერდისა; გვერდის […]

ამა წლის 10-11 მაისს გაიმართება პროფესორ ბესარიონ ჯორბენაძის…

ამა წლის 10-11 მაისს გაიმართება პროფესორ ბესარიონ ჯორბენაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, არნ. ჩიქობავას სახ ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ბ. ჯორბენაძის საზოგადოება. კონფერენცია ჩატარდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (202-ე აუდიტორია) . დასაწყისი: 10 მაისს − 15 საათზე; 11 მაისს − 14 საათზე. კონფერენციის მასალები იხ […]

„სალიტერატურო ენის საკითხები“  – IV

ამა წლის 21-22 აპრილს, 11 საათზე,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (202-ე აუდიტორია) გაიმართება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის კონფერენცია „სალიტერატურო ენის საკითხები“  – IV, რომელიც ეძღვნება პროფ. შ. აფრიდონიძის ხსოვნას.             კონფერენციის პროგრამა და მასალები იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://ice.ge/of/wp-content/uploads/2023/04/IVკონფერენციის-მასალები.pdf

თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში იწყება მასალების მიღება „დიალექტოლოგიურიკრებულის“ მორიგი ტომისათვის.

„დიალექტოლოგიური კრებული“ გამოიცემა ქართველურ ენათა განყოფილების ბაზაზე, ორ წელიწადში ერთხელ. კრებულს მოამზადებს სარედაქციო ჯგუფი (ხელ-ლი გ. გოგოლაშვილი, მდივანი ნ. ციხიშვილი). კრებულში გამოქვეყნდება ქართველური ენების დიალექტების შესახებ:       ა) სამეცნიერო გამოკვლევები, ბ) სალექსიკონო მასალა, გ) დიალექტური ტექსტები. „დიალექტოლოგიური კრებულისათვის“ მორიგი ტომის მასალების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ივლისი. სამეცნიერო გამოკვლევას უნდა ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს […]