საინფორმაციო წერილი

პატივცემულო კოლეგებო!

გვაქვს პატივი მოგიწვიოთ XLIII რესპუბლიკურ დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიაზე,რომელსაც ატარებს ენათმეცნიერების ინსტიტუტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად 2023 წლის შემოდგომაზე.

კონფერენცია ჩატარდება ახალქალაქში (ჩატარების ზუსტი დრო გეცნობებათ მოგვიანებით).

სესიაში მონაწილეობის მსურველმა მოხსენება (და არა მოხსენებათა თეზისები!)

უნდა გამოგზავნოს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: giglemianilela5@gmail.com

 მოხსენებების მიღება 1ივლისამდე.

მოთხოვნები კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის:

მოხსენების მოცულობა — არაუმეტეს 5 გვერდისა;

გვერდის ფორმატი: – А4; ფონტი – სილფაინი, ზომა 11;

ინტერვალი – 1,5;

ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold); ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14;

დამოწმება ტექსტში – ავტორი, გამოცემის წელი და გვერდი მრგვალ ფრჩხილებში: (ა. შანიძე 1953, 75; გ. დეეტერსი 1930, 125);

ბიბლიოგრაფია − სტატიის ბოლოს ანბანზე დაალაგეთ გამოყენებული იტერატურა შემდეგი ნიმუშით:

  • წიგნის ციტირების დროს:

.შანიძე1953 – ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. I. მორფოლოგია, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1953.

.დეეტერსი1930 – G. Deeters, Das khartvelische verbum, Leipzig, 1930.

  • სტატიის ციტირების დროს:

არნ.ჩიქობავა1940 – არნ. ჩიქობავა, მესამე პირის სუბიექტის უძველესი ნიშანი ქართველურ ენებში: ენიმკის მოამბე, ტ. 5-6, თბილისი, 1940.

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

პატივისცემით,

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

Updated: 22.05.2023 — 17:41