კატეგორია: Без рубрики

სიახლეები

ამა წლის 31 მაისს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების უვადო მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე საკონკურსო კომისიის მიერ არჩეულ იქნა ფილოლოგიის დოქტორი გიორგი ცოცანიძე.

სიახლეები

ყოველწლიური თემატური კრებულისათვის „ეტიმოლოგიური ძიებანი XV“ წერილები მიიღება ა. წ. 1 ნოემბრამდე. წერილებს უნდა დაერთოს რეზიუმე ინგლისურ ენაზე (არა უმეტეს 1 გვერდისა). ავტორებს ვთხოვთ: წერილს დაურთონ საძიებლისათვის განკუთვნილი ძირ-ფუძეეების ნუსხა და იგივე ძირ-ფუძეები წერილის ელვერსიაში წითლად მონიშნონ. წერილების ნაბეჭდი ვერსიები მიიღება: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (პავლე ინგოროყვას 8, III სართული, ოთახი 310, მედეა ღლონტი), […]

სიახლეები

ამა წლის 15 მაისს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების უვადო მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სათანადო საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოადგინა ფილოლოგიის დოქტორმა გიორგი ცოცანიძემ.

სიახლეები

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ა. წ. 27 აპრილს გამართული საარჩევნო სხდომის შედეგების შესაბამისად, ლექსოკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად (ვადიან მთავარ მეცნიერ თანამშრომლად) არჩეულ იქნა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ ჩუხუა.

სიახლეები

2018 წლის 1-4 მაისს თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (თბილისი, ინგოროყვას ქუჩა, 8) გაიმართება სამეცნიერო სესია „არნოლდ ჩიქობავას საკითხავები – xxix”. სხდომები ჩატარდება სხდომათა დარბაზში (II სართული). დასაწყისი –11 საათზე. იხ. ბმული

სიახლეები

ამა წლის 19 აპრილს არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის (ვადიანი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სათანადო საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოადგინა ფილოოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მერაბ ჩუხუამ.

სიახლეები

ვიქტორინა „მზეენაობა“  თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებამ 2018 წლის 14 აპრილს გამართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა „მზეენაობა“, რომლის მიზანიც იყო გამართულად მეტყველების წახალისება ფართო საზოგადოებაში. სულხან-საბა ორბელიანი „მზეენაობას“ განმარტავს, როგორც „ნათლად მეტყველებას“. ვიქტორინის თემაც სწორედ ქართული ენის მართლწერა-მართლმეტყველების საკითხები იყო. განყოფილებამ მოამზადა, ორგანიზება გაუკეთა ვიქტორინას, გამოავლინა და დააჯილდოვა გამარჯვებულები. […]

სიახლეები

კონკურსი ცხადდება ქართველურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავაბელად – ერთი საშტატო ერთეული. კონკურსი ცხადდება 2018 წლის 13 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციია მიღება იწარმოებს 2018 წლის 14 მაისიდან 2018 წლის 23 მაისის ჩათვლით. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია: ბრძანება

სიახლეები

კონკურსი ცხადდება ლექსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის  თანამდებობის დასაკავებლად – ერთი საშტატო ერთეული. კონკურსი ცხადდება 2018 წლის 13 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2018 წლის 16 აპრილიდან 2018 წლის  23 აპრილის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: განცხადება და წესი