კატეგორია: Без рубрики

2023 წლის 2 აპრილს, 14 სთ.-ზე, თსუ I კორპუსის 202-ე აუდიტორიაში…

2023 წლის 2 აპრილს, 14 სთ.-ზე, თსუ I კორპუსის 202-ე აუდიტორიაში გაიმართება თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ღონისძიება – „ თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2022 წლის ბეჭდური პროდუქციის წარდგენა“.

2023 წლის 10 მაისს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოება …

2023 წლის 10 მაისს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოება მართავენ პროფესორ ბესარიონ ჯორბენაძის  ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას. მონაწილეობის მსურველებმა მოგვაწოდეთ მოხსენებათა თეზისები 20 აპრილამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n_chumburidze@yahoo.com.

2023 წლის მა­ი­სის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში…

2023 წლის მაისის პირველ ნახევარში გაიმართება სამეცნიერო სესია „არნოლდ ჩიქობავას საკითხავები“. მოხსენებათა თეზისები მიიღება 10 აპრილამდე სწავლულ მდივანთან ან ელექტრონულ ფოსტაზე: giglemianilela5@gmail.com

სალიტერატურო ენის საკითხები – IV

ამა წლის 21-22 აპრილს გაიმართება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  სამეცნიერო კონფერენცია სალიტერატურო ენის საკითხები – IV, რომელიც ეძღვნება პროფ. შუქია აფრიდონიძის  სამეცნიერო მოღვაწეობას. შუქია აფრიდონიძის ძირითადი ნაშრომების შესახებ მოხსენებებს მოამზადებენ ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების წევრები.  მოხსენებათა თეზისები მიიღება  20 მარტამდე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: normebi@gmail.com თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს (ფორმატი − A4, შრიფტი − Sylfaen, შრიფტის  ზომა − 11, […]

განცხადება

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი – ნანა მაჭავარიანი იწყებს ტრადიციულ შეხვედრებს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის განყოფილებებთან  zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. შეხვედრების განრიგი: 2023. 27. 01. 12. 00. – ქართველურ ენათა განყოფილება 2023. 31. 01. 12. 00. – მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილება 2023. 03. 02. 12. 00. – მეტყველების კულტურის განყოფილება 2023. 07. 02. […]

2023 წლის 9 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი გიწვევთ აკადემიკოს ვარლამ  თოფურიას …

2023 წლის 9 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი გიწვევთ აკადემიკოს ვ ა რ ლ ა მ   თ ო ფ უ რ ი ა ს ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე დასაწყისი – 12 საათზე მისამართი: თსუ, I კორპუსი 202-ე აუდიტორია რეგლამენტი   მომხსენებელთათვის […]

არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 81-ე სამეცნიერო სესია

20-22 დეკემბერს გაიმართება თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 81-ე სამეცნიერო სესია. სესია დაიწყება 11 საათზე და ჩატარდება შერეული ფორმატით: https://us02web.zoom.us/j/6400564681?pwd=bjY1bE8xMjVzdE00c0ZLTzNpV05sUT09 Meeting ID: 640 056 4681 Passcode: 704506 იხილეთ სესიის მასალები

ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლის არჩევნები

მიმდინარე  2022 წლის 28 ნოემბერს, ორშაბათს თსუ პირველი კორპუსის 304-ე აუდიტორიაში 10 სთ.-დან 17 სთ.-მდე გაიმართება თსუ წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში)  ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლის არჩევნები. ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ  სამეცნიერო პერსონალს. გთხოვთ  თან იქონიოთ პირადობის მოწმობა.

საინსტიტუტო სემინარი

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, 13. 00 საათზე, გაიმართება საინსტიტუტო სემინარის მორიგი სხდომა. მომხსენებელი – თამარ ვაშაკიძე. მოხსენების თემა – არსებითი სახელი ატრიბუტულ მსაზღვრელად სხდომა გაიმართება შერეული ფორმატით. დასასწრებად გამოიყენეთ შემდეგი ბმული:   https://us02web.zoom.us/j/86577686876?pwd=TmtSTWRMVmE2OU51bDJmSG5NNXA1UT09