სალიტერატურო ენის საკითხები – IV

ამა წლის 21-22 აპრილს გაიმართება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  სამეცნიერო კონფერენცია სალიტერატურო ენის საკითხები – IV, რომელიც ეძღვნება პროფ. შუქია აფრიდონიძის  სამეცნიერო მოღვაწეობას.

შუქია აფრიდონიძის ძირითადი ნაშრომების შესახებ მოხსენებებს მოამზადებენ ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების წევრები.

 მოხსენებათა თეზისები მიიღება  20 მარტამდე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: normebi@gmail.com

თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს (ფორმატი − A4, შრიფტი − Sylfaen, შრიფტის  ზომა − 11, ინტერვალი სტრიქონებს შორის − 1.5).

Updated: 19.02.2023 — 15:09