სიახლეები

არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი

37-ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია

 

ოქტომბერი, 2017 წ., სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი

 

პატივცემულო კოლეგებო,

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი 2017 წლის  ოქტომბერში  (ზუსტ თარიღს გაცნობებთ დამატებით) მართავს 37-ე დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიას. სესიას უმასპინძლებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამეცნიერო სესიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და საზღვარგარეთის  უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებს.

კონფერენციის თემატიკაა:

ა) დიალექტოლოგიის ზოგადი საკითხები;

ბ) ქართველურ ენათა დიალექტების ფონეტიკისა და გრამატიკის საკითხები;

გ) ქართველურ ენათა დიალექტების ლექსიკა-ფრაზეოლოგიის საკითხები.

კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ  სამეცნიერო ნაშრომი (მოხსენების ტექსტი) 2017 წლის 20 ივნისამდე  ელექტრონული ფოსტის მისამართზე : contact@ice.ge; burchuladzetea@gmail.com

საკონფერენციო სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი მოთხოვნების დაცვით:  ნაშრომი  უნდა იყოს ქართულ ენაზე Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით;  ნაშრომისათვის სავალდებულოა Sylfaen შრიფტის, ხოლო უცხოურენოვანი რეზიუმესათვის Times New Roman შრიფტის გამოყენება; შრიფტის ზომა 11 (გარდა სათაურისა, შრიფტის ზომა სათაურისთვის 12), ინტერვალი 1,5; გვერდის პარამეტრები: მანძილი ველებს შორის: ზემოდან, ქვემოდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან 2 სმ.; ნაშრომს თან უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი და რეზიუმე ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 300 სიტყვისა). ნაშრომის მოცულობა გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და რეზიუმეს ჩათვლით  არ უნდა აღემატებოდეს A4  ფორმატის 10 ნაბეჭდ გვერდს. ნაშრომის ავტორის (ავტორების) სახელი და გვარი უნდა მიეთითოს სრულად ნაშრომის სათაურის ზემოთ  მარცხენა კუთხეში.

ცალკე ფურცელზე უნდა იყოს წარმოდგენილი მონაცემები ავტორის შესახებ:

  1. სახელი და გვარი
  2. სამეცნიერო ხარისხი
  3. სამუშაო ადგილი
  4. თანამდებობა
  5. ელექტრონული ფოსტის მისამართი
  6. ტელეფონის ნომერი

კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები დაიბეჭდება ენათმეცნიერების ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემაში „დიალექტოლოგიური კრებული“.

Updated: 10.05.2017 — 14:02