სიახლეები

2018 წლის 22-24 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში გაი­მარ­თა ენათ­მეც­ნი­ერ-კავ­კა­სი­ო­ლოგ­თა V სა­ერ­თაშორი­სო სიმ­პო­ზი­უ­მი, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ცნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მია, ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თსუ არნ. ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მე­ცნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის კავ­კა­სი­ო­ლო­გი­ის სა­სწავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტი.

სიმ­პო­ზი­უ­მი გა­იხ­სნა 22 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მე­ცნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტის აკად. გ. კვე­სი­ტა­ძის შე­სა­ვა­ლი სი­ტყ­ვით. მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვე­ბით გამო­ვიდ­ნენ: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის განათ­ლე­ბის, მე­ცნი­ე­რე­ბისა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მ. ჯა­ში, და­ღეს­ტნის ჰ. წა­და­სას სახ­ე­ლო­ბის ენის, ლი­ტე­რა­ტური­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის მთა­ვა­რი მე­ცნი­ერ-თა­ნამშრომელი ი. აბ­დუ­ლა­ე­ვი, მალ­მოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი კ. ვამ­ლინ­გი, ჩ. ახ­რი­ე­ვის სა­ხე­ლო­ბის ინ­გუ­შე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კათ­ედრის გამ­გე პროფ. მ. სულ­ტი­გო­ვა, თ. კე­რა­შე­ვის სა­ხე­ლო­ბის ადი­ღეს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კვლე­ვა­თა რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის წა­მყვა­ნი მე­ცნი­ერ-თა­ნამ­შრომელი მ. ბი­და­ნო­კი, ჩეჩ­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ა. ხა­ლი­დო­ვი, თსუ არნ. ჩი­ქო­ბავას სახე­ლო­ბის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი პროფ. ნ. მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მე­ცნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის კავ­კა­სი­ო­ლო­გი­ის სა­სწავ­ლო–სა­მეცნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი პროფ. ც. ბა­რა­მი­ძე.

პირ­ველ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე აკა­დე­მი­კოს არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას ცხოვ­რე­ბისა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ მო­ხსე­ნე­ბე­ბით გამო­ვიდ­ნენ: პროფ. ნ. მა­ჭავა­რი­ა­ნი, აკად. გ. კვა­რა­ცხე­ლია, აკა­დე­მი­ის წევრ-კორ. ვ. შე­ნგე­ლია, პროფ. დ. მელიქიშვი­ლი.

შე­სვე­ნე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა გა­გრძელ­და სამ სექ­ცი­ა­ში.

23-24 ნო­ემ­ბერს სხდომები გა­ი­მარ­თა ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში: 23 ნო­ემ­ბერს – სე­ქცი­უ­რი სხდომები, 24 ნო­ემ­ბერს – სექციუ­რი სხდომ­ები და მე­ო­რე, და­სკვნი­თი პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა.

ენათ­მეც­ნი­ერ-კავ­კა­სი­ო­ლოგ­თა V სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმ­ზე წა­კი­თხუ­ლი იყო სულ 64 მო­ხსე­ნე­ბა: 7 პლე­ნა­რულ, 57 – სე­ქ­ცი­ურ სხდო­მებ­ზე. მო­ხსე­ნე­ბე­ბი, ქარ­თველ მე­ცნი­ე­რებ­თ­ან ერ­თად, წარმო­ად­გი­ნეს უცხო­ელმა ს­პე­ცი­ა­ლის­ტებ­მა, რო­მელთა შო­რის ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კა­თა სა­მეცნი­ე­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი სა­სწავ­ლებ­ლე­ბის 23 თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, ერ­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი – მოს­კო­ვი­დან, ორი – გერ­მა­ნი­ი­დან, ორი – სა­ფრან­გე­თი­დან, ერ­თი – შვე­დე­თი­დან, ერ­თი – პო­ლო­ნე­თი­დან.

სე­სი­ის და­ხურ­ვის შემ­დეგ სიმ­პო­ზი­უ­მის მო­ნა­წი­ლე­თა­თვის მო­ე­წყო ექ­სკურ­სია მცხე­თა­ში.

Updated: 09.12.2018 — 10:35