სიახლეები

2018 წლის 2527 დეკემბერს გაიმართა თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 77-ე სამეცნიერო სესია, რომელიც მიეძღვნა აკად. არნ. ჩიქობავას დაბადების 120 წლისთავს.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. . მაჭავარიანმა. არნ. ჩიქობავას სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ მოხსენებები წაიკითხეს აკად.. კვარაცხელიამ და აკად. . არაბულმა. ინსტიტუტის უხუცესმა მეცნიერ-მუშაკმა . ბეროზაშვილმა წარმოადგინა მოგონება არნ. ჩიქობავას ხელმძღვანელობით შედგენილი „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ რვატომეულის მოამაგეთა (ვ. ბერიძე, რ. გაგუა, ე. ჯეირანიშვილი) შესახებ.

ამავე დღეს და მომდევნო ორი დღის სხდომებზე წაკითხული იყო კიდევ 24 მოხსენება ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სისტემისა და ისტორიის აქტუალურ საკითხებზე.

Updated: 28.12.2018 — 18:21