სიახლეები

თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტმა გადაწყვიტა „დიალექტოლოგიური კრებულის“ აღდგენა.

 

„დიალექტოლოგიური კრებული“  გამოიცემა ქართველურ ენათა განყოფილების ბაზაზე. კრებულს მოამზადებს სარედაქციო ჯგუფი (ხელ-ლი გ. გოგოლაშვილი, მდივანი ნ. ციხიშვილი); პერიოდულობა – ორ წელიწადში ერთხელ.

კრებულში გამოქვეყნდება ქართველური ენების დიალექტების შესახებ:      ა) სამეცნიერო გამოკვლევები,

ბ) სალექსიკონო მასალა,

გ) დიალექტური ტექსტები.

„დიალექტოლოგიური კრებულისათვის“ მორიგი ტომის მასალების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 10 სექტემბერი.

სამეცნიერო გამოკვლევას უნდა ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 1 გვერდისა).

სამეცნიერო გამოკვლევის მოცულობა შეზღუდული არ არის; სალექსიკონო მასალა და ტექსტები არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს.

ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს „სილფაენში“; შრიფტის ზომა 11; ინტერვალი 1,5.

მასალის ელექტრონული ვერსია უნდა მიაწოდოთ გ. გოგოლაშვილს ან ნ. ციხიშვილს (ან გადმოგზავნოთ ამ მისამართზე: n.tsikhishvili@ gmail.com).

Updated: 24.05.2019 — 09:34