თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება აფუძნებს ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას ─ სალიტერატურო ენის საკითხები, რომელიც ეძღვნება ქართული ენის დღეს (14 აპრილს).
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო პირველი კონფერენცია გაიმართება ონლაინრეჟიმით ამა წლის 23-24 მაისს, 11 საათზე.
კონფერენციის პროგრამა:
კონფერენციის გახსნა და მისალმება ─ ნანა მაჭავარიანი, თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი
შესავალი სიტყვა ─ თამარ ვაშაკიძე, თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი
მოხსენებები:
23 მაისი, 11.00
თავმჯდომარე ─ ნანა მაჭავარიანი
- თინათინ ბოლქვაძე ─ ნასესხები ლექსიკის ახალი ფორმით დამკვიდრების საფრთხე თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში
- თეა ბურჭულაძე ─ ერთი სახის კომპოზიტური შერწყმული დანართის მართლწერისათვის
- ქეთევან დათუკიშვილი ─ გულის შემცველ მართულმსაზღვრელიან კომპოზიტთა დაწერილობისათვის
- თამარ ვაშაკიძე ─ არ, არა, არც ნაწილაკ-სართების მართლწერისათვის
- მაკა ლაბარტყავა ─ დარღვევებისათვის ერთი სახის კომპოზიტთა დაწერილობისას (კომპოზიტის პირველი ნაწილი რიცხვითი სახელია)
- ნანა მაჭავარიანი ─ რთულფუძიანი სახელები აფხაზურ სალიტერატურო ენაში
- ვახტანგ მაღრაძე, ნინო ჯორბენაძე ─ ებ თემისნიშნიანი ფუძეგაორკეცებული ზმნებისა და შესაბამისი საწყისების მართლწერისათვის
24 მაისი, 11.00
თავმჯდომარე ─ ნანა მაჭავარიანი
- თეა ტეტელოშვილი ─ საერთოს შემცველი კომპოზიტური სიტყვების დაწერილობისათვის
- ლია ქაროსანიძე ─ უცხო სიტყვები და ქართული ენა (ისტორია და თანამედროვეობა)
- დოდო ღლონტი ─ მიზეზისა და მიზნის მრჩობლად აღბეჭდილი სინტაქსური ფუნქციისათვის ქართულში
- მერაბ ჩუხუა ─ კომპოზიციის პრობლემისათვის საერთოქართველურ ფუძეენაში
ახალგაზრდა მკვლევართა და სტუდენტთა სექცია:
- სალომე დენოსაშვილი, ნათია ტყემალაძე ─ მართლწერის ლექსიკონი დაწყებითი კლასების (I-VI) მოსწავლეთათვის (შედგენის პრინციპები)
- ნათია ტყემალაძე ─ ზმნური ანტონიმია თანამედროვე ქართულში
- სოფო ჭაავა ─ სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის ისტორიისათვის 1920-1921 წლებში (საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალების მიხედვით)
კონფერენციის შეჯამება