სიახლეები

ამა წლის 2324 მაისს გაიმართა თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების მიერ დაფუძნებული ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია ─ სალიტერატურო ენის საკითხები, რომელიც მიეძღვნა  ქართული ენის დღეს (14 აპრილს).

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო  კონფერენცია გაიმართა ელექტრონულად, ზუმის პლატფორმის გამოყენებით. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებმა, ასევე სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მთავარი თემატიკა გახლდათ რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერის საკითხები. წარმოდგენილი მოხსენებების შესახებ გაიმართა საინტერესო დისკუსია, გამოითქვა არაერთი მნიშვნელოვანი თვალსაზრისი თუ შეხედულება.

Updated: 25.05.2020 — 18:43